დ2025 წლის 27 ნოემბერს დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის წიგნის მოყვარულთა სექციის ხელმძღვანელის, ლია ღვამბერიას ორგანიზებით, დიდი ქართველი პედაგოგის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის 185-ე საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,იავნანამ რა ჰქმნა?“ გაიმართა. მოსწავლეთა -ახალგაზრდობის სახლთან თანამშრომლობით , ლიტერატურულ კომპოზიციაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლის III -ა კლასის მოსწავლეებმა:
1. ნინო გვასალიამ, 2. ანი შათირიშვილმა, 3.გიორგი ადამოვმა, 4. სანდრო ხაფავამ და 5. ანასტასია კუპრეიშვილმა.
კომპოზიციას მუსიკალურად აფორმებდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელები. ლიტერატურულ კომპოზიციას მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, გურანდა შამათავა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თანამშრომლობით განხორცილებეული ღონისძიება წარმატებული აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის!















No comments:
Post a Comment