დამრიგებლის
მუშაობის მიზანი
დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ამიტომაც ჩემი მიზანია, ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მათი ფიზიკური
და გონებრივი განვითარე ბა, მათში
ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება, დემოკრატულ ღირებულებებზე დამყა რებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება.
მე ჩემ მოსწავლეებს მოვამზადებ 21-ე
საუკუნის წარმატებული მოქალაქეობისთვის. გამოვიყენებ ყველა იმ ახლებურ
მეთოდებსა და მიდგომებს როგორიცაა: თანამშრომლობითი სწავლება, სასწავლო კვლევითი საქმიანობა (ახალი
ცოდნის ძიება, შეძენა, ახალი გამოცდილების უნარ-ჩვევების ათვისება),
დისკუსიები,როლური, სიმულაციური თამაშები, რომლებიც განუვითარებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის
ისეთ უნარებს, როგორიცაა: ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება და
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. მოსწავლეები ამ გზით შეიძენენ ისეთ მნიშვნელოვან გამოცდილებასა
და უნარებს , რაც მათ მომავალში წარმატების მისაღწევად გამოადგებათ.
მეოთხეკლასელის მოკლე დახასითება
მეოთხეკლასელებს უჩნდებათ ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ. მათ შეუძლიათ იმსჯელონ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე. მათთვის სწავლაში წარმატების გარდა მნიშვნელოვანი ხდება გარემოს მხრიდან მათი უნიკალურობისა და შინაგანი ღირებულებების აღიარება.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ასაკის ბავშვები ძალიან ღიად საუბრობენ საკუთარ განცდებზე უფროსებთან. პუბერტატის დაწყებიდან კი მოსწავლე ნაკლებად გახსნილი ხდება უფროსებთან ურთიერთობისას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პედაგოგმა იცოდეს, რომ სწორედ ამ ასაკში დელიკატურად, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეუძლია მასზე მოახდინოს ზეგავლენა ღირებულებების ფორმირებისა და პრობლემების გადაჭრის ფორმების ათვისების კუთხით. სწორედ ამიტომაა აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვანი საუბარი იდეალებზე, შემწყნარებლობაზე, პიროვნულ კულტურაზე.
მეოთხე კლასში იცვლება უფროსებთან ურთიერთობის სტილი. ისინი უფროსებისგან უკვე მეტ პატივისცემას მოითხოვენ, აქცენტს აკეთებენ საკუთარი უფლებების დაცვაზე, მაგრამ ხშირად უგულებელყოფენ ვალდებულებებს. ამიტომ, ამ ასაკში მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება უფლებებისა და ვალდებულებების ჰარმონიულ ბალანსზე.
მეოთხე კლასის ბოლოს მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე.
იწყება იდეალის, როგორც ქცევის შინაგანი ორიენტირის ჩამოყალიბება. მოსწავლე თანდათან უფრო დამოუკიდებელი ხდება როგორც სწავლაში, ისე ურთიერთობების სფეროში.
კლასელებს ერთმანეთში უჩნდებათ „თავიანთი საქმეები“, ხშირად მხარში უდგანან ერთმანეთს სირთულეების დროს.
სადაამრიგებლო სასაუბრო თემების მიმართულებები და შესაძლო თემატიკა სემესტრების მიხედვით
№ |
რიცხვი |
პიროვნული და მორალური განვითარება |
გარემოსდაცვითი კულტურა ცხოვრების ჯანსაღი
წესი |
უსაფრთხო და არაძალადობრივი სკოლა |
პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა |
მოქალაქეობრივ- პატრიოტული ცნობიერება; |
თვალსაწიერის გაფართოება- ხელოვნების,
ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა |
1 |
|
ჩვენი უნარები
და შესაძლებლობები.უნარები+შრომისმოყვარეობა=წარმატება.
|
|
|
|
|
|
2 |
|
რას ნიშნავს იყო წარმატებული მეოთხეკლასელი? |
|
|
|
|
|
3 |
|
|
ცვლილებები,როგორ
ვიზრდებით,ვვითარდებით? |
|
|
|
|
4 |
|
|
რა გვეხმარება
ზრდასა და განვითარებაში? |
|
|
|
|
5 |
|
|
|
არასტანდარტულ
სიტუაციებში ადეკვატური მოქმედება. |
|
|
|
6 |
|
|
|
სიფრთხილის
გამოცენა ადამიანებთან,მათ შორის ვირტუალურ მეგობრებთან. |
|
|
|
7 |
|
|
|
|
|
ქუჩაში მოძრაობის
წესები,გზა სკოლიდან სახლამდე. |
|
8 |
|
|
|
|
|
|
გართობის საშუალებები,კომპიუტერული
თამაშები, ინტერნეტი,მათი დადებითი და უარყოფითი თვისებები. |
9 |
|
ადამიანთა უნიკალურობა;
ჩვენი სამყარო. |
|
|
|
|
|
10 |
|
|
მინდა ვიყო
ჯანმრთელი ადამიანი. |
|
|
|
|
11 |
|
|
|
საჭირო ტრანსპორტი,ქცევის
წესები. |
|
|
|
12 |
|
|
|
|
|
სიფრთხილის
გამოჩენა უცნობ უფროსებთან. |
|
13 |
|
|
|
|
|
|
საყვარელი ფილმის
გმირები,ლიტერატურული პერსონაჟები. |
14 |
|
მინდა გავხდე
კულტურული ადამიანი. |
|
|
|
|
|
15 |
|
|
ჯანსაღი ცხოვრების
სტილი |
|
|
|
|
16 |
|
|
|
|
|
გამოჩენილი
პიროვნებები |
|
17 |
|
|
|
|
|
|
ხელოვმების ქმნილებები |
18 |
|
|
|
|
|
|
სამეცნიერო
აღმოჩენები |
19 |
|
ბავშვთა უფლებები |
|
|
|
|
|
20 |
|
ბავშვთა ვალდებულებები |
|
|
|
|
|
21 |
|
|
რა ზიანი მოაქვს
მავნე ჩვევებს ჯანმრთელობისთვის? |
|
|
|
|
22 |
|
|
თამბაქოს მავნე
ზეგავლენა |
|
|
|
|
23 |
|
|
|
|
|
|
საყვარელი საქმიანობა |
24 |
|
პატივისცემა-საკუთარი
თავის, სხვა ადამიანების. |
|
|
|
|
|
25 |
|
უფლებების დარღვევა |
|
|
|
|
|
26 |
|
როდის ვარღვევთ
სხვის უფლებებს? |
|
|
|
|
|
27 |
|
როდის ირღვევა
ჩვენი უფლებები? |
|
|
|
|
|
28 |
|
უფლებების დარღვევა
იწვევს კონფლიქტს |
|
|
|
|
|
29 |
|
ჩვენ შეგვიძლია
კონფლიქტის მოგვარება |
|
|
|
|
|
30 |
|
ჩვენ შეგვიძლია
თანამშრომლობა |
|
|
|
|
|
31
32
|
|
ჩვენ შეგვიძლია
მეგობრობა
|
ჯანსაღი საკვები,
ზრდისთვის საჭირო ნივთიერებები |
|
|
|
|
33
|
|
|
რას ნიშნავს
ჯანმრთელობა |
|
|
|
|
34 |
|
|
|
|
|
|
ჩემი ზაფხული |
III კლასი
დამრიგებლის მოვალეობები და პრინციპები
სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
მუხლი 19. დამრიგებელი
1. საჯარო
სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს
დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს
იმავე სკოლის პედაგოგი.
11. რეკომენდებულია მცირეკონტინგენტიან სკოლაში ერთ დამრიგებელს
ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა,
თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლასკომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.
2. დამრიგებლის
მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური
შესაძლებლობების
განვითარებაში;
დამრიგებელი ხელს უნდა
უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს
მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს
მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს
წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს
მოსწავლესა და მის
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები
და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად
ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი
აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს
შემდეგ მიმართულებებზე:
ბ.ა)
პიროვნული და მორალური
განვითარება;
ბ.ბ)
გარემოსდაცვითი
კულტურის განვითარება;
ბ.გ)
მეწარმეობის უნარების განვითარება;
ბ.დ)
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
ბ.ე)
უსაფრთხოება და ძალადობისგან
თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
ბ.ვ)
მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
ბ.ზ)
თვალსაწიერის
გაფართოება.
ბ1) ამ
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
მიმართულებების
ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:
ბ1.ა)
კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
ბ1.ბ)
წაკითხულის განხილვა-გააზრებით;
ბ1.გ)
ანალიზის უნარის განვითარებით;
ბ1.დ)
მსჯელობის უნარის განვითარებით;
ბ1.ე)
პრეზენტაციის
უნარის განვითარებით;
ბ1.ვ)
შემოქმედებითი
უნარების განვითარებით და სხვ.
ბ2) (ამოღებულია
- 27.10.2015; №145/ნ);
ბ3) X კლასში
სადამრიგებლო
საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო
ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.
გ) დაეხმაროს
მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო
გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს
შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს
შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად
(მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობელემებისა თუ წარმატებების
შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის
დისციპლინისა
და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს
მას მოსწავლესთან და სკოლაში
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);
თ) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს)
გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის
ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს
თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს
მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები
როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა
სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს
ყველა ის საკითხი,
რომელიც მნიშვნელოვანია
(ან არსებითია) მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური
განვითარებისათვის.
ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა მიეწოდოს
მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.).
ი) მოსწავლის
სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს
ინფორმაცია მისი აკადემიური
მიღწევისა და გაკვეთილებზე
დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.
4. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს
მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
სადამრიგებლო
საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
v
აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური,
სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი
ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
v
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები
ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია
მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია,
ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
v
მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
- მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია.
საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები)
დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა
მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ
ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს
თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
v
თანამშრომლობის
პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა
და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან
დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
v
ბავშვის
უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს
ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა
და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის
მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა
თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები,
ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები,
სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების
საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული
ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი
პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ? ეს დაეხმარება დამრიგებელს შემდგომი შეხვედრების მეტად ეფექტიანად დაგეგმვა.
დამრიგებლის
მუშაობის მიზანი
დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ამიტომაც ჩემი მიზანია, ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მათი ფიზიკური
და გონებრივი განვითარე ბა, მათში
ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება, დემოკრატულ ღირებულებებზე დამყა რებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება.
მე ჩემ მოსწავლეებს მოვამზადებ 21-ე
საუკუნის წარმატებული მოქალაქეობისთვის. გამოვიყენებ ყველა იმ ახლებურ
მეთოდებსა და მიდგომებს როგორიცაა: თანამშრომლობითი სწავლება, სასწავლო კვლევითი საქმიანობა (ახალი
ცოდნის ძიება, შეძენა, ახალი გამოცდილების უნარ-ჩვევების ათვისება),
დისკუსიები,როლური, სიმულაციური თამაშები, რომლებიც განუვითარებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის
ისეთ უნარებს, როგორიცაა: ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება და
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. მოსწავლეები ამ გზით შეიძენენ ისეთ მნიშვნელოვან გამოცდილებასა
და უნარებს , რაც მათ მომავალში წარმატების მისაღწევად გამოადგებათ.
მესამეკლასელის მოკლე დახასიათება
მესამეკლასელს ნათლად ჩამოყალიბებული მოსწავლის სახე აქვს. მან უკვე საკმაოდ კარგად იცის, რა ევალება მას, როგორც მოსწავლეს. ის თანდათან ნაკლებად უშუალო და იმპულსური ხდება. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ მესამეკლასელ მოსწავლეს უკვე შეუძლია სტანდარტული ამოცანების შესრულება, ნიმუშით ხელმძღვანელობა. ვითარდება ნებელობა. მოსწავლეს უკეთ შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისაგან ფანტაზია და რეალობა. იცვლება მისი ურთიერთობის სტილი უფროსებთან: პედაგოგებთან და მშობლებთან. მასწავლებელი მოსწავლის ცნობიერებაში თანდათან კარგავს იდეალური პიროვნების „ხატს“. მოსწავლეები სულ უფრო რეალისტურად იწყებენ ადამიანთა შეფასებას. შესაძლოა ვინმეს მიმართ წყენაც კი გაუჩნდეთ და ამაზე ღიად ისაუბრონ. ასეთივე ცვლილებები ჩნდება მშობლებთან ურთიერთობაში. მაგრამ მესამეკლასელის ეგოცენტრიზმი თანდათან დაიძლევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის იმის ახსნა, რომ საჭიროა, ადამიანები მივიღოთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ადამიანები ზოგჯერ იღლებიან და ცუდ ხასიათზეც არიან. |
მნიშვნელოვანი ცვლილებებია თანატოლებთან ურთიერთობის სფეროშიც. მეგობრებთან ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. პოპულარობა უკვე ნაკლებად დამოკიდებული ხდება მასწავლებელთა
შეფასებასა და სასწავლო წარმატებებზე. თვითშეფასება მეტად დამოკიდებული ხდება თანატოლებთან ურთიერთობაზე. მესამეკლასელები უფრო ყურადღებიანნი
ხდებიან თანაკლასელთა მიმართ. შეუძლიათ მოლაპარაკება, ერთად თამაშისა და მუშაობისას ინსტრუქციების მიცემა და ერთმანეთის გაკონტროლება.
კლასის სამოქმედო გეგმა
№ |
დაგეგმილი სამუშაოები |
ვადები |
შენიშვნა |
1 |
საორგანიზაციო
საკითხი v სახელმძღვანელოების დარიგება. v მოსწავლის პირადი საქმეების მოწესრიგება. v საკლასო გარემოს დაგეგმარება. v სადამრიგებლო საათის თემატიკის განსაზღვრა. v სხვადასხვა საკითხების დაგეგმვა.
|
ს/წლის
დასაწყისში და მონიტორინგი მთელი ს/წლის განმავლობაში |
|
2 |
საკლასო
ოთახის მოწყობა
|
ს/წლის
დასაწყისში |
|
3 |
მოსწავლეთა
მშობლების ინფორმორება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების შესახებ
|
|
|
4 |
სადამრიგებლო
საათის თემატიკის განხორციელება
|
კვირაში
ერთხელ |
|
5 |
მოსწავლეთა
დამატებითი მეცადინეობის ორგანიზება.
|
საჭიროებისამებრ |
|
6 |
სკოლის
გარე ღონისძიებები.
|
საჭიროებისამებრ
|
|
სადაამრიგებლო სასაუბრო თემების მიმართულებები
№ |
რიცხვი |
პიროვნული და მორალური განვითარება |
გარემოსდაცვითი კულტურა ცხოვრების ჯანსაღი
წესი |
უსაფრთხო და არაძალადობრივი სკოლა |
პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა |
მოქალაქეობრივ- პატრიოტული ცნობიერება; |
თვალსაწიერის გაფართოება- ხელოვნების,
ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა |
1 |
|
ა) რას ნიშნავს, იყო მესამეკლასელი? ბ) ზაფხულის
შთაბეჭდილებები, შეძენილი უნარ-ჩვევები,მესამეკლასელის ინტერესები, ჰობი. გ) რა მოლოდინები
აქვთ ახალ სასწავ- ლო წელს?
|
|
|
|
|
|
2 |
|
ოცნებები ა) რატომ ოცნებობენ ადამიანები? რაზე ოცნებობენ მესამეკლასელები? ბ) ვინ გვეხმარება ოცნებების შესრულებაში? |
|
|
|
|
|
3 |
|
ფანტაზია ა) რაში ეხმარება
ადამიანებს ფანტა -ზია? მესამეკლასელებს? მწერლებს? მხატვრებს? ბ) ფანტაზია
და ტყუილი: განსხვავება მათ შორის; რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შემთხვევები,
როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა
|
|
|
|
|
|
4 |
|
ა) მესამეკლასელის
პასუხისმგებლობა; ვალდებულებები სწავლაში, სახლში,
მეგობრებთან
ურთიერთობაში. |
|
|
|
|
|
5 |
|
მესამეკლასელის
უფლებები |
|
|
|
|
|
6 |
|
რას ნიშნავს
სიზარმაცე? როდის ჩნდე- ბა სიზარმაცე? სიზარმაცის დაძლევა. |
|
|
|
|
|
7 |
|
თვისებები,
რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს
მასწავლებელს მშობელს, მოსწავლეს. |
|
|
|
|
|
8 |
|
ჯადოსნური სიტყვები:
გმადლობთ, ბოდიში; მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების აუცილებლობა. |
|
|
|
|
|
9 |
|
ა) პატიების უნარის მნიშვნელობა ურთიერთობებში. ბ) მეგობრობის
უნარი,მეგობრობის უნარის განვითარება. |
|
|
|
|
|
10 |
|
სირთულეების
დაძლევა მეგობრობის სფერო- ში.ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.არ შეიძლება ვინმეს დავცინოთ,
გავრიყოთ. |
|
|
|
|
|
11 |
|
|
ჯანსაღი ცხოვრების წესი--სხეულის
სისუფთავეზე ზრუნვა, ეპიდემიის ჭრილობისა და ტრავმებისაგან თავის დაცვა. |
|
|
|
|
12 |
|
|
დღის რეჟიმი, ფიზიკური კულტურა და სპორტი. |
|
|
|
|
13 |
|
|
დღის რეჟიმი. |
|
|
|
|
14 |
|
|
კომპიუტერის გამოყენებისა და ტელევიზორის ყურების
რეგლამენტი. |
|
|
|
|
15 |
|
|
|
|
|
ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, სახელმწიფო, ღირშესანიშნაობანი
და ისტორიული ძეგლები, მათი მნიშვნელობა, მოფრთხილების აუცილებლობა. |
|
16 |
|
|
|
|
|
სახელმწიფო სიმბოლიკა. |
|
17 |
|
|
|
|
|
ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლები,
მოვლენები. |
|
18 |
|
|
|
საგზაო
უსაფრთხოება.
|
|
|
|
19 |
|
|
|
|
|
ჩვენი ქალაქის ისტორია |
|
20 |
|
|
|
|
|
|
შეძენილი ცოდნის შეჯამება; |
No comments:
Post a Comment