სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა
II- ა კლასის მშობელთა კრების
ოქმი N 1
https://drive.google.com/file/d/1LevAN1q2ECsG_FIw9H3rVWz0rHVznfoF/view?usp=sharing
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა
I- ა კლასის მშობელთა კრების
ოქმი N 2
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა
I- ა კლასის მშობელთა კრების
ოქმი N 1
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის
ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა
IV- ა კლასის მშობელთა კრების
ოქმი N 1
სენაკი. 16 .09.2022წ.
სხდომის დაწყების დრო:14:00 საათი
სხდომას ესწრებოდნენ:
- მეგი გრიგოლია- კლასის ხელმძღვანელი;
კრებას
ესწრებოდა 27 მშობელი. კრება გახსნა კლასის ხელმძღვანელმა ქ - მა მეგი
გრიგოლიამ. მან მშობლებს გააცნო მშობელთა კრების დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ
არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება.
დღის
წესრიგი:
- სასკოლო
სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტების მშობლებზე გადაცემა
და ხელმოწერებით დადასტურება.
- სკოლის შინაგანაწესის გაცნობა.
- მშობელთა საკონტაქტო მონაცემების
დაზუსტება-განახლება და მშობელთა კომიტეტის არჩევა.
კენჭი ეყარა დღის წესრიგის დამტკიცებას:
მომხრე
---- 27
წინააღმდეგი ---0
დღის წესრიგი 1:
სასკოლო
სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტების მშობლებზე გადაცემა და
ხელმოწერებით დადასტურება. მოისმინეს:
კლასის
ხელმძღვანელმა ქ-მა მეგი გრიგოლიამ მშობლებს
გააცნო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დასადები ხელშეკრულება, მხარეთა შორის
უფლება–მოვალეობები. ასევე მოვლის და შეფასების წესები.
მშობლებს განემარტათ, რომ სახელმძღვანელოები მათ გადაეცემათ დროებით
სარგებლობაში და ყურადღებით უნდა იყვნენ რათა წიგნები იყოს ვარგისი
მომავალი სასწავლო წლისთვის.
დაადგინეს:
გაფორმდა ხელშეკრულება მშობლებსა და სკოლას შორის.
დღის წესრიგი 2:
სკოლის შინაგანაწესის
გაცნობა. მოისმინეს:
კლასის
ხელმძღვანელმა ქ-მა მეგი გრიგოლიამ მშობლებს
გააცნო სკოლის შინაგანაწესი და გააცნო მათ პანდემიასთან დაკავშირებული ცვლილები.
ისაუბრა უფლება-მოვალეობებზე და განემარტათ მშობლებს, რომ სკოლაში აკრძალულია უცხო პირთა შემოსვლა,
საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ დამრიგებელს.
დაადგინეს:
მშობლების გადაწყვეტილებით დიდი ყურადღება დაეთმობა
მათი მხრიდან ამ საკითხს.
დღის წესრიგი 3: მშობელთა საკონტაქტო მონაცემების დაზუსტება-განახლება და მშობელთა კომიტეტის არჩევა. მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელის ქ-ნი მ.გრიგოლოას მოხსენება , რომელმაც აღნიშნა, რომ კლასში მუშაობისთვის, ურთიერთობისთვის და დახმარებისთვის საჭიროა მშობელთა კომიტეტის არჩევა.
აზრი გამოთქვა: ქ-მა მადონა შონიამ დაასახელა ქ-ნი სალომე ხუხუას კანდიდატურა.
აღნიშნულ კანდიდატურებს ეყარა კენჭი.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 26
წინააღმდეგი: 0
დაადგინეს:
მშობელთა კრებაზე აქტივის წევრად არჩეულნი იქნა დასახელებული მშობელი:
- სალომე ხუხუა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.
სხდომის დასასრული: 15 : 00 სთ
კლასის ხელმძღვანელი : მეგი გრიგოლია.
მდივანი: |ლ.გაგუა|
მშობელთა კრების ოქმი N2
სსიპ ჟიული შარტავას
სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა
კრების ჩატარების თარიღი: 3 ივნისი
. 2022 წ.
კლასი: მე-3- ა.
დამრიგებელი: მეგი გრიგოლია.
ამავე კლასში ირიცხება 27 მოსწავლე. კრებას ესწრებოდა 27-ვე მშობელი.
დღის
წესრიგი:
1. კლასგარეშე
ღონისძიების მოწყობა-( მონახულება თეკლათის დედათა მონასტრის და მოსწავლეთა შემეცნებითი
გართობის მიზნით პიკნიკის მოწყობა); მომხსენებელი
ამავე კლასის დამრიგებელი: მეგი გრიგოლია.
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
მშობლები გაეცვნენ დღის წესრიგს , რომ სასწავლო წლის ბოლოს
მშობელთა თანხმობის საფუძველზე მოეწყობოდა თეკლათის დედათა მონასტრის მონახულება
და ტაძრის მოლოცვის შემდეგ კი გაიმართებოდა
პიკნიკი. ასევე მშობლები გახდნენ
ინფორმირებული იმაზე, რომ
მოსწავლეებთან იქნა ჩატარებული
კლასსათი ამ თემასთან დაკავშირებით , სადაც ისაუბრეს მონასტრის დაარსებასთან დაკავშირებით , ასევე
დეტალურად იქნა ახსნილი მოსწავლეებისთვის სიტყვა ,,პიკნიკის „ მნიშვნელობა“.
აზრი გამოთქვა: სალომე ხუხუამ, ლელა
ხურციამ, მადონა შონიამ, თეა ქაჩიბაიამ, თეა ცაავამ და აღნიშნეს რომ სასწავლო წლის
ბოლოს მოსწავლეთა კლასგარეშე ღონისძიება აუცილებელია ბავშვებში მეგობრობის,
სიკეთის, სიყვარულის თვისების განვითარებისათვის.
დასმულ
საკითხს ეყარა კენჭი.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 27
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: მშობლებმა
დაადგინეს, რომ 11 ივნისს მოინახულებდნენ
მონასტერს და გამართავდნენ პიკნიკს.
კრების
თავმჯდომარე: |მ.გრიგოლია|
მდივანი : |ს.ხუხუა|
მშობელთა კრების ოქმი N1
სსიპ ჟიული შარტავას
სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა
კრების ჩატარების თარიღი: 4
ოქტომბერი სექტემბერი 2022 წ.
კლასი: მე-3- ა.
დამრიგებელი: მეგი გრიგოლია.
ამავე კლასში ირიცხება 27 მოსწავლე. კრებას ესწრებოდა 27-ვე მშობელი.
დღის
წესრიგი:
1. მე-3 კლასის სახელმძღვანელოების მოვლა–პატრონობა; (მომხს: კლასის
დამრიგებელი: მეგი გრიგოლია)
2. მშობელთა კომიტეტისა და მდივნის არჩევა;
1. მომხს: დამრიგებელი : მეგი გრიგოლია .
2. ამავე კლასის
მშობლების კენჭისყრა.
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
მშობლები გაეცნო
სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ მოვლა-პატრონობის წესებს. განემარტათ ის, რომ სახელმძღვანელოები მათ გადაეცემათ დროებით
სარგებლობაში და ყურადღებით უნდა იყვნენ რათა წიგნები იყოს ვარგისი
მომავალი სასწავლო წლისთვის.
აზრი გამოთქვეს: თ.ქაჩიბაიამ, მ.ჩხარხალიამ, ლ.ფარცვანიამ, თ. დემურიამ და აღნიშნეს რომ აუცილებელია ინფორმირება
წიგნების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.
დაადგინეს: რომ
კონტროლს გაუწევენ შვილებს წიგნების მოვლა-პატრონობაში და ითანამშრომლებენ
დამრიგებელთან.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
მშობლებმა მოისმინეს მოხსენება, სადაც აღნიშნული იყო ის, რომ კლასში მუშაობისთვის, ურთიერთობისთვის, საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისთვის საჭიროა მშობელთა კომიტეტისა და მდივნის არჩევა. (მომხს. დამრიგებელი: მეგი გრიგოლია)
აზრი გამოთქვა: გურანდა გერგაიამ, მადონა შონიამ, ნანა იაკობიანცმა , რომლებმაც
აღნიშნეს რომ აუცილებელია კომიტეტისა და მდივნის არჩევა, რადგანაც ითანამშრომლონ
ერთმანეთთან და დამრიგებელთან საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. აღნიშნულმა
მშობლებმა დაასახელა კომიტეტის კანდიდატურად ლანა გაგუა, ხოლო მდივნის კანდიდატურად სალომე ხუხუა.
აღნიშნულ კანდიდატურებს ეყარა კენჭი.
მშობელთა კომიტეტის არჩევა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 26
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
მდივნის არჩევა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 26
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: მშობელთა
კრებაზე კლასის კომიტეტად არჩეულ იქნა ლანა გაგუა,ხოლო მდივნად სალომე ხუხუა.
კრების
თავმჯდომარე: |მ.გრიგოლია|
მდივანი: | ს.ხუხუა|
No comments:
Post a Comment