გარე დაკვირვების გაკვეთილები, რეფლექსია-2020 წელი

ლინკი გარე დაკვირვების გაკვეთილების გეგმები.

https://drive.google.com/drive/folders/1zfkIszvWVkRhA4I4mp6e8ppsCsVKZmc5?u

                                                გაკვეთილის გეგმა N-1

 

მასწავლებლის სახელი, გვარი:  მეგი გრიგოლია

პირადი ნომერი:  

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური /კლასი:   დაწყებითი;  II კლასი;

მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა)  რაოდენობა:   27 ;  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე;

გაკვეთილის თემა:  დარო ქართველიშვილის  ,,ზამთრის ესკიზი“

გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

ü  მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;

ü  მოსწავლემ უნდა შეძლოს  ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

 

 გაკვეთილის თემისა  და მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის მოთხოვნებთან:

 წარმოდგენილი გაკვეთილის თემა და მიზანი თანხვედრაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან და თემატურ გეგმასთან.  გაკვეთილის გეგმის შედგენისას გავითვალისწინე  II  კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. ჩემი გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ემსახურება ინდიკატორებში გაწერილი შედეგების მიღწევას.

 

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

·         კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით.

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას

·         აჯგუფებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშნების მიხედვით

·         ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.

 

ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.

Ø  აფასებს მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელს;

Ø  გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;

 

ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ ფორმებზე დაკვირვება.

Ø  განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით ;

 

#

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ.)

                       

                1

აქტივობა:

საორგანიზაციო საკითხები;

 

აქტივობის მიზანი: სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრა, მოსწავლეების პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და მოტივაციის გაზრდა. 

 

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ესალმება  კლასს, აცნობს გაკვეთილის  თემას,  მიზნებს და  შეფასების რუბრიკას;

 

 

 

ვერბალური ახსნა ;

 

 საერთო საკლასო

კედელზე ერთჯერადად გამოყენების ფურცლებზე დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი შეფასების რუბრიკა;

 

მოსწავლეებს შეექმნებათ შესწავლილი თემისადმი პიროვნული დამოკიდებულებებისა და კავშირების გამოკვეთის შესაძლებლობა.  შეფასების რუბრიკები ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა საბოლოო შედეგებისა და წარმატების მაჩვენებლის  დანახვაში, მოსწავლეებს კი მიღწეული შედეგების გაუმჯობესების გზების დანახვაში

 

2 წთ

                     

            2

აქტივობა:

გონებრივი იერიში

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა გონებაში უკვე არსებული ინფორმაციის  აღდგენა ,გახსენება.მოსწავლეთა გააქტიურება, მოტივაციის გაძლიერება;

აქტივობის აღწერა:

წინასწარ ფორმატის დიდი ფურცელზე (მასწავლებლის მიერ ერთჯერადად  გამოყენების) დახაზულია გონებრივი იერიში  რა ხდება ზამთარში?“

მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.

 გონებრივი იერიში

საერთო საკლასო

გონებრივი იერიშის  სქემა,რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებაში;

3წთ

                   

                3

აქტივობა

სურათის აღწერა, ვარაუდების გამოთქმა

აქტივობის მიზანი:

 

მოსწავლეებმა საკუთარი სიტყვებით გადმოსცენ   სურათის შინაარსი დაფაზე გაკრულ ილუსტრაციაზე  დაკვირვებით;

 

აქტივობის აღწერა:

დაფაზე გაკრულია ერთჯერადად  გამოყენების სურათი ,,ზამთრის პეიზაჟი“. მოსწავლეები აღწერენ სურათს საკუთარი სიტყვებით და გადმოსცემენ ვარაუდებს ტექსტის შესაძლო შინაარსთან დაკავშირებით;

 

 

 

 

სურათის აღწერა

ვარაუდები;

 

საერთო  საკლასო

სურათი  ,,ზამთრის პეიზაჟი“

 

მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარი, გადმოსცენ სათქმელი საკუთარი სიტყვებით;

5წთ

                   4

აქტივობა:

ლექსიკური ერთეულების წინასწარი გაცნობა

აქტივობის მიზანი:

წინასწარ ჩამოწერილი სიტყვების მნიშვნელობის  განხილვა|დაზუსტება.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი უჩვენებს წინასწარ  ჩამოწერილ გაუგებარ სიტყვებს, ხმამაღლა კითხულობს თითოეულ სიტყვას. მოსწავლეები კი მასწავლებელთან ერთად განიხილავენ სიტყვების მნიშვნელობას. საჭიროების მიხედვით მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტებაში.

 ლექსიკური ერთეულების წინასწარი გაცნობა;

 

საერთო საკლასო

ერთჯერადად გამოყენების ფურცლებზე დაწერილი გაუგებარი სიტყვები;

 

მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

 

 

3წთ

5

აქტივობა:

ტექსტის კითხვა;

 

აქტივობის მიზანი:

ტექსტში ასახული ამბის გაგება-გააზრება; კითხვის უნარის განვითარება;

 

აქტივობის აღწერა:

 

მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს ,რომ ჯერ მოთხრობას თვითონ წაიკითხავს, შემდეგ კი თავად მოსწავლეები. მოთხრობას კითხულობენ ხმამაღლა, გაგრძელებით;

 

 

 

ტექსტის კითხვა ხმამაღლა, გაგრძელებით;

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო ,

ტექსტი

 

მოსწავლეებში ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად  მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარებას.

10 წთ

6

აქტივობა:

მოთხრობის რუკის შევსება

აქტივობის მიზანი:

ტექსტის უკეთ გააზრება;

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელს წინასწარ გაკრული აქვს ერთჯერადად გამოყენების სქემა დაფაზე; მასწავლებელი კითხულობს სქემაში შემავალ თითოეულ კითხვას,  მოსწავლეები ტექსტზე დაყრდნობით იძლევიან პასუხებს, რომელიც მასწავლებელს ჩააქვს სქემაში. ასე ივსება მთლიანი სქემა;

 

 

მოთხრობის რუკის შევსება;

საერთო საკლასო

ერთჯერადად გამოყენების ფორმატზე დახაზული სქემა;

 

რესურსი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

  4 წთ

7

აქტივობა:

გაკვეთილის შეჯამება|შეფასება

აქტივობის მიზანი:

ახალი მასალის განმტკიცება ;

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

·         საინტერესო იყო თუ არა ტექსტი?რატომ?

·         რომელი აქტივობა მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?

·         რაში გამოიყენებ დღეს მიღებულ ცოდნას?

ბოლოს მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს.აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

 

 

 

შეჯამება და ძირითადი  აზრის გამოკვეთა.

საერთო საკლასო

შეფასების რუბრიკა

 

რესურსის მიზანია, მოსწავლეებმა გაიხსენონ გაკვეთილის მიზნები და გაიაზრონ მიღწეული  შედეგები;

  2 წთ

8

აქტივობა:

საშინაო დავალება:

დარო ქართველიშვილის ,,ზამთრის ესკიზი“ კითხვით.

აქტივობის მიზანი:

გაკვეთილზე შესწავლილი მასალის განმტკიცება;

 აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ ტექსტი გამართული კითხვით.

 

 

ვერბალური

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო

  1 წთ

                                              

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლემ  შეძლო გაწაფულად კითხვა,  სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა ,  გაგება-გააზრება  და   ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

 

 შეფასება:

გაწაფული კითხვის შეფასების რუბრიკა: 

 

კრიტერიუმები

იშვიათად

ხშირად

ყოველთვის

კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით

 

 

 

სიტყვებს და ფრაზებს სწორად კითხულობს.

 

 

 

კითხულობს სათანადო ინტონაციით

 

 

 

დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს

 

 

 


  

გაკვეთილზე  ჩართულობის შეფასების რუბრიკა 

 

შეფასების კომპონენტები

საუკეთესო

კარგი

გასაუმჯობესებელი

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

აქტიურადაა ჩართული ყველა სახის აქტივობის შესრულებისას.

ჩართულია ზოგიერთი აქტივობის შესრულებისას.

ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.

ტექსტის გაგება-გააზრება

 

·         აქტიურად ერთვება ტექსტის გაგება-გააზრებაში

ერთვება ტექსტის აგგება-გააზრებაში

ვერ ახერხებს ტექსტის აგგება-გააზრებას;

გამართული და სწორი მეტყველება

 

გამართულად მეტყველებს,

 ზუსტად იაცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.

თითქმის გამართულად მეტყველებს,

მაგრამ მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვის დროს უშვებს უმნიშვნელო უზუსტობებს.

ვერ ახერხებს  გამართულ და სწორ

მეტყველებას.  ვერ  იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.

 

 დანართი N-2

 

ლექსიკური ერთეულები:

·         კიდე-

·         გაფაციცებით-

·         გაუჩინარება-

·         ფერხული-

 

 

დანართი N-3

 

 მოთხრობის რუკა

მოთხრობის ათაური:

 

 

 

სად ხდება მოქმედება?

 

 

ჩამოთვალე მოქმედი პირები;

 

 

რა იყო მიზეზი?

 

 

რა გახდა შედეგი?

 

 

 

    ხელწერა : მ.გრიგოლია.

     თარიღი: 1. 12. 2020 წელი.

 

 




  გაკვეთილის გეგმა N-2

 

მასწავლებლის სახელი, გვარი:  მეგი გრიგოლია

პირადი ნომერი:  

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური /კლასი:   დაწყებითი;  II კლასი;

მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა)  რაოდენობა:   27 ;  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე;

გაკვეთილის თემა:  დარო ქართველიშვილის  ,,ზამთრის ესკიზი“

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს  სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება ;

·         ოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება ;

გაკვეთილის თემისა  და მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის მოთხოვნებთან:

 წარმოდგენილი გაკვეთილის თემა და მიზანი თანხვედრაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან და თემატურ გეგმასთან.  გაკვეთილის გეგმის შედგენისას გავითვალისწინე  II  კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. ჩემი გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ემსახურება ინდიკატორებში გაწერილი შედეგების მიღწევას.

 

ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

Ø  ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, ნიშან-თვისებებს);

Ø  სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;

Ø  საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (ილუსტრაციების, სხვა საყრდენების გამოყენებით);

 

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

Ø  ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.

 

ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

 

Ø  უბრუნდება წაკითხულს კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად, ტექსტის უკეთ გასააზრებლად;

Ø  შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;

 

ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

Ø  კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;

 

 

#

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ.)

                       

                1

აქტივობა:

საორგანიზაციო საკითხები;

 

აქტივობის მიზანი: სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრა, მოსწავლეების პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და მოტივაციის გაზრდა. 

 

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ესალმება  კლასს, აცნობს გაკვეთილის  თემას,  მიზნებს და  შეფასების რუბრიკას;

 

 

 

ვერბალური ახსნა ;

 

 საერთო საკლასო

კედელზე ერთჯერადად გამოყენების ფურცლებზე დაწერილი თემა, მიზანი შეფასების რუბრიკა;

 

მოსწავლეებს შეექმნებათ შესწავლილი თემისადმი პიროვნული დამოკიდებულებებისა და კავშირების გამოკვეთის შესაძლებლობა.  შეფასების რუბრიკები ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა საბოლოო შედეგებისა და წარმატების მაჩვენებლის  დანახვაში, მოსწავლეებს კი მიღწეული შედეგების გაუმჯობესების გზების დანახვაში

2 წთ

                     

            2

აქტივობა:

წინარე ცოდნის გააქტიურება;

სლაიდის ჩვენება;

 

აქტივობის მიზანი:

არსებული ცოდნის, განცდებისა და შთაბეჭდილებების გააქტიურება. აღძრული მოტივაციის შენარჩუნება და განმტკიცება

აქტივობის აღწერა:

  კომპიუტერში  ვუჩვენებ სლაიდს ზამთარზე, რომელშიც ასახულია ზამთრის თავისებურებები, მახასიათებლები, თვისებები.

 

მოსწავლეები უყურებენ, სლაიდში ასახულ პრეზენტაციას.

სლაიდის ყურება;

საერთო საკლასო

მოსწავლეთა ბუკები+მასწავლებლისბუკი.

 

მოცემული სლაიდი დაეხმარება მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში;

გაუძლიერდებათ ინტერესი შესასწავლი თემის მიმართ;

5 წთ

                   

                3

აქტივობა ;

სურათების საშუალებით ტექსტის სიუჟეტური ხაზის აღდგენა;

 

 

აქტივობის მიზანი:

ილუსტრაციებზე დაყრდნობით ტექსტის შინაარსის დეტალური გახსენება |გაგება  და ლოგიკური ჯაჭვის აღდგენა;

 

აქტივობის აღწერა:

კედელზე  გაკრულია ერთჯერადი გამოყენების

სურათები, სადაც არეული თანმიმდევრობით არის მოცემული  ილუსტრაციები. მოსწავლეები შეეცდებიან   ლოგიკური ჯაჭვის აღდგენას  ტექსტის მიხედვით და კარნახით  დამალაგებინებენ ,დამანომრინებენ გამოსახულებებს;( დაალაგებენ სწორი თანმიმდევრობით; )

არეული სურათების დალაგება|დანომვრა

 

საერთო  საკლასო

ერთჯერადი გამოყენების სურათები;

რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტექსტის შინააარსის გახსენებასა და უკეთ გაგებას;

 

3 წთ

                   4

აქტივობა:

შესაბამისობის მოძებნა სურათებსა და ტექსტს შორის.

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებში ლოგიკური კავშირების დადგენის უნარის განვითარება. 

 

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებლის მითითებით

სახელმძღვანელოში მოძებნიან იმ აბზაცს, რომელიც სრულად შეესაბამება მათ სიუჟეტს. გააცოცხლებენ  შინაარსს ტექსტის მიხედვით  და აღდგენენ  ტექსტის სიუჟეტურ  ხაზს;

 

 

 გაცოცხლებული სურათები. 

 

 

საერთო საკლასო

სახელმძღვანელო;

კედელზე გაკრული ერთჯერადად გამოყენების სურათები;

რესურსი ეხმარება მოსწავლეებს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში, ამოწმებს ტექსტის ცოდნას.

 

5 წთ

5

აქტივობა:

პერსონაჟის დახასითება:

 

აქტივობის მიზანი:

კითხვის პროცესში დაკვირვების, ანალიზის უნარის  გააქტიურება;

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი  ავსებს სქემას მოსწავლეთა აქტიურობით;

აქტივობაში ხდება პერსონაჟთა თვისებების  მოძებნა და  გრაფიკული სახით წარმოდგენა;

 

 

 

პერსონაჟის რუკა ;

საერთო საკლასო

ერთჯერადად გამოყენების სქემა, რომელიც დახაზულია ფურცელზე.

ეს  დაეხმარება მოსწავლეებს პერსონაჟის  თვისებების აღქმასა და შეფასებაში.  

 

 

  5 წთ

6

აქტივობა;

გრამატიკულ  მასალზე მუშაობა. 

აქტივობის მიზანი:

გრამატიკული უნარ-ჩვევების დაუფლება ზეპირმეტყველებისა და წერის დროს.  

აქტივობის აღწერა:

 

მასწავლებელს   მოსწავლეებისთვის   წინასწარ  დარიგებული აქვს ფაილში ჩადებული სიტყვები.

მოსწავლეებმა უნდა დაალაგონ სწორი  ფორმით;

გრამატიკულ მასალაზე მუშაობა;

ინდივიდუალური;

წინასწარ ფაილში ჩადებული და მოსწავლეთა  მერხებზე  დადებული  არეული სიტყვები;

ასეთი რესურსების გამოყენებით  გრამატიკული მასალა სახალისო, ადვილად გასაგებ, წერილობით საკომუნიკაციო სიტუაციაში მიეწოდება მოსწავლეს;

 

 

 

 

 

 

4  წთ

7

აქტივობა:

შეკითხვები  ბარათებზე;

 

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების დადგენა. მათი თვითშეფასების უნარების განვითარება;

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელს წინასწარ აქვს დადებული მოსწავლეთა მერხებზე  ფაილში ჩადებული ბარათები  და სთხოვს, უპასუხონ ერთ ან ორ შეკითხვას :

·         რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? 

·         რომელი იყო თქვენთვის შედარებით  რთულად შესასრულებელი?

 

 მოსწავლეები კითხულობენ მათ მიერ დაწერილს.

მასწავლებელი აფასებს  განმავითარებელი კომენტარებით.

რეზიუმე და შეკითხვები ბარათებზე;

ინდივიდუალური

შემაჯამებელი  ბარათები.

ბარათები ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასების უნარების განვითარებას. მასწავლებელი იღებს ინფორმაციას და გადაწყვეტილებას მომდევნო გაკვეთილზე შესატანი შესწორებების შესახებ.

 

 

5 წთ

8

აქტივობა:

საშინაო დავალება:

დარო ქართველიშვილის ,,ზამთრის ესკიზი“ თხრობით.

 საწერი: აქტივობის რვეულიდან: გვ. 36

 

 

 

 

ახსნა-განმარტებითი

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო

 1 წთ

 

 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლემ  შეძლო  სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა,  შეძლო  კითხვის და წერის  ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება;

 

 შეფასება:

            გაკვეთილზე  ჩართულობის შეფასების რუბრიკა 

 

შეფასების კომპონენტები

საუკეთესო

კარგი

გასაუმჯობესებელი

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

აქტიურადაა ჩართული ყველა სახის აქტივობის შესრულებისას.

ჩართულია ზოგიერთი აქტივობის შესრულებისას.

ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.

ტექსტის გაგება-გააზრება

 

           აქტიურად ერთვება ტექსტის გაგება-გააზრებაში

ერთვება ტექსტის აგგება-გააზრებაში

ვერ ახერხებს ტექსტის აგგება-გააზრებას;

წერის უნარი

აქტიურად წერს და ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.

 

წერს და ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.

ვერ ადგენს  და ვერ წერს სიტყვებს შორის შესაბამისობას.

 

 დანართი N-1.(სიტყვები დაჭრილია ცალ-ცალკე )

1.ცნობისმოყვარე ფიფქის გაუჩინარება  ვერავინ შეამჩნია.

2.  კეთილმა ქარმა  ფიფქი ადვილად იპოვა.

3. ქარმა  აციმციმებულ დედამიწას ჩამოხედა.

4. გარშემო უამრავი პატარა ფიფქი შეკრებილიყო.

5.ფიფქები და ბავშვები ერთად უვლიდნენფერხულს.

6.მოუსვენარი ფიფქი ცის  კიდეზეგამოჩნდა.

7. დედ-მამა ღრუბელი  შვილიკო ფიფქებს ქათქათა პერანგებს უმზადებდა.

8. ფიფქები ფარფატით დაეშვნენ  დედამიწისაკენ.

9. ცაში დიდი სამზადისი იყო.

10. მოუსვენარი  ფიფქი მშობლებს გამოეპარა.


    ხელწერა : მ.გრიგოლია.

     თარიღი: 2.12.2020 წელი

 

 

 

 

გაკვეთილის გეგმა N-3

 

მასწავლებლის სახელი, გვარი:  მეგი გრიგოლია

პირადი ნომერი:  

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური /კლასი:   დაწყებითი;  II კლასი;

მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა)  რაოდენობა:   27 ;  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე;

გაკვეთილის თემა:  მურმან ლებანიძის  ,,ზამთარი“

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფული კითხვა;

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი  სტრატეგიების გამოყენება;

 

გაკვეთილის თემისა  და მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის მოთხოვნებთან:

 წარმოდგენილი გაკვეთილის თემა და მიზანი თანხვედრაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან და თემატურ გეგმასთან.  გაკვეთილის გეგმის შედგენისას გავითვალისწინე  II  კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. ჩემი გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ემსახურება ინდიკატორებში გაწერილი შედეგების მიღწევას.

 

 

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

 

Øკითხულობს ხმამაღლა და გარკვევით.

Ø  სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);

 

 

ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ ფორმებზე დაკვირვება.

Ø  განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით ;

 

Ø  ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

Ø  კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;

Ø  ედგენილ წინადადებას  ადარებს მოდელს და, საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები;

 

 

#

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ.)

                       

                1

აქტივობა:

საორგანიზაციო საკითხები;

 

აქტივობის მიზანი: სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრა, მოსწავლეების პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და მოტივაციის გაზრდა. 

 

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ესალმება  კლასს, აცნობს გაკვეთილის  თემას,  მიზნებს და  შეფასების რუბრიკას;

 

 

 

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით;

 

 საერთო საკლასო

კედელზე ერთჯერადად გამოყენების ფურცლებზე დაწერილი თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა;

 

მოსწავლეებს შეექმნებათ შესწავლილი თემისადმი პიროვნული დამოკიდებულებებისა და კავშირების გამოკვეთის შესაძლებლობა.  შეფასების რუბრიკები ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა საბოლოო შედეგებისა და წარმატების მაჩვენებლის  დანახვაში, მოსწავლეებს კი მიღწეული შედეგების გაუმჯობესების გზების დანახვაში

2 წთ

                     

            2

აქტივობა:

გონებრივი იერიში;

 

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა გონებაში უკვე არსებული ინფორმაციის  აღდგენა ,გახსენება.მოსწავლეთა გააქტიურება, მოტივაციის გაძლიერება;

აქტივობის აღწერა:

წინასწარ ფორმატის დიდი ფურცელზე (მასწავლებლის მიერ ერთჯერადად  გამოყენების) დახაზულია გონებრივი იერიში  რას გრძნობთ თქვენ ფიფქების გამოჩენისას?

მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, მასწავლებელი ავსებს.

  

 

 

გონებრივი იერიში;

საერთო საკლასო

 გონებრივი იერიშის  სქემა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებაში;

  3წთ

                   

                3

აქტივობა ;

სურათის აღწერა

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებმა საკუთარი სიტყვებით გადმოსცენ   სურათის შინაარსს.

 

 

აქტივობის აღწერა:

დაფაზე გაკრულია ერთჯერადი გამოყენების სურათი ,,ზამთარი“ მოსწავლეები აღწერენ სურათს საკუთარი სიტყვებით ;

 

 

სურათის აღწერა;

 

საერთო  საკლასო

სურათი  ,,ზამთრის პეიზაჟი“

 

მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარი, გადმოსცენ სათქმელი საკუთარი სიტყვებით;

5წთ

                   4

აქტივობა:

ლექსიკური ერთეულების წინასწარი გაცნობა

 

აქტივობის მიზანი:

წინასწარ ჩამოწერილი სიტყვების მნიშვნელობის  განხილვა|დაზუსტება.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი უჩვენებს წინასწარ  ჩამოწერილ გაუგებარ სიტყვებს,ხმამაღლა კითხულობს თითოეულ სიტყვას.მოსწავლეები კი მასწავლებელთან ერთად განიხილავენ სიტყვების მნიშვნელობას.საჭიროების მიხედვით მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტებაში.

 ლექსიკური ერთეულების წინასწარი გაცნობა;

 

საერთო საკლასო

ერთჯერადად გამოყენების ფურცლებზე დაწერილი გაუგებარი სიტყვები;

 

მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

 

  3წთ

 

5

აქტივობა:

ლექსის კითხვა;

აქტივობის მიზანი:

ლექსში  ასახული ამბის გაგება-გააზრება; კითხვის უნარის განვითარება;

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს ,რომ ჯერ  თვითონ წაიკითხავს ლექსს, შემდეგ კი თავად მოსწავლეები კითხულობენ ხმამაღლა.

 

 

 

ლექსის კითხვა;

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო ,

ლექსი.

 

მოსწავლეებში ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად  მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარებას.

 

7 წთ

6

აქტივობა;

ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა .

აქტივობის მიზანი:

ახალი ლექსიკური ერთეულების პრაქტიკულად გამოყენების ჩვევის  განვითარება;

 

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს წინასწარ მერხებზე აქვთ დადებული  ფაილებში ჩალაგებული სიტყვის რუკა -  ლექსიდან ამოწერილი ორი ახალი  სიტყვით.  მოსწავლეები წერენ სიტყვათა განმარტებებს, ეძებენ  სინონიმსა და ანტონიმს, იწერენ ლექსიდან  ფრაზას სამიზნე სიტყვითურთ, ბოლოს კი გამოიყენებენ ახალ წინადადებაში და ცხრილში ჩაიწერენ.   

 

სიტყვის /ცნების რუკა

ინდივიდუალური;

ერთჯერადად გამოყენების შესავსები სქემები , საწერ-კალამი.

 

შესავსები სქემის გამოყენებით  მოსწავლეები გაიმდიდრებენ  ლექსიკურ მარაგს;

 

 

 

 5 წთ

7

აქტივობა:

შეჯამება|შეფასება;

შემაჯამებელი ბარათების შევსება .

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეების მიერ საკუთარი სწავლის პროცესის შეჯამება-შეფასება. მასწავლებლისთვის ინფორმაციისა და გადაწყვეტილებების მიღება სწავლების პროცესში დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით შესატანი შესწორებების შესახებ

აქტივობის აღწერა:

 მასწავლებელი წინასწარ ურიგებს ერთჯერადად გამოყენების ფაილებში ჩადებულ  ბარათებს შესავსებად:   ბარათის ერთ მხარეს დაწერონ მნიშვნელოვანი, მთავარი აზრი , რაც გაიგეს მოცემული თემის , საკითხის შესახებ.  ბარათის მეორე მხარეს დაწერონ შეკითხვა რაც აინტერესებთ.

 

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ თავინთ დაწერილს .

 

ბოლოს მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს.აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

 

რეზიუმე და შეკითხვები ბარათებზე;

ინდივიდუალური

თვითშეფასების ბარათები. 

რესურსი  ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასების უნარების განვითარებას. მასწავლებელი იღებს ინფორმაციას და გადაწყვეტილებას მომდევნო გაკვეთილზე შესატანი შესწორებების შესახებ.

 

  4 წთ

8

აქტივობა:

საშინაო დავალება:

მურმან ლებანიძის ,,ზამთარი“ მხატვრული კითხვით.

 

 

ახსნა-განმარტებითი

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო;

მხატვრული კითხვა  ეხმარება მოსწავლეს კლასში მიღებული ცოდნა განამტკიცოს.

 

  1 წთ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლემ შეძლო გაწაფული კითხვა, შეძლო  ლექსიკური მარაგის გამდიდრება და  წერის ნაცნობი  სტრატეგიების გამოყენება;

 შეფასება:

            გაკვეთილზე  ჩართულობის შეფასების რუბრიკა 

 

შეფასების კომპონენტები

საუკეთესო

კარგი

გასაუმჯობესებელი

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

აქტიურადაა ჩართული ყველა სახის აქტივობის შესრულებისას.

ჩართულია ზოგიერთი აქტივობის შესრულებისას.

ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.

ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

 

 

·         უშეცდომოდ განმარტვას ლექსიკუ ერთეულებს და აქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი.

განმარტვას ლექსიკურ ერთეულებს. აქვს ლექსიკური მარაგი.

ვერ ახერხებს ლექსიკური ერთეულების განმარტებას.

წერის უნარი

აქტიურად წერს და ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.

 

წერს და ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.

ვერ ადგენს  და ვერ წერს სიტყვებს შორის შესაბამისობას.

 

 

 

 გაწაფული კითხვის შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმები

იშვიათად

ხშირად

ყოველთვის

კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით

 

 

 

სიტყვებს და ფრაზებს სწორად კითხულობს.

 

 

 

კითხვის დროს  ითვალისწინებს სასვენ ნიშნებს

 

 

 

კითხულობს გამომეტყველებით, საჭიროებისამებრ ცვლის ინტონაციას.

 

 

 



დანართი N-1

ლექსიკური ერთეულები:

ხვავრიელად-

ფაფუკი-

ბარდნის-

სიტყვის რუკა:

სიტყვა:

ხვავრიელად

სინონიმი:

 

ანტონიმი:

 

ფრაზა ლექსიდან:

 

წინადადება  შენი მოფიქრებული სიტყვის გამოყენებით:

 

 

სიტყვა:

ფაფუკი 

სინონიმი:

 

ანტონიმი:

 

ფრაზა ლექსიდან:

 

წინადადება  შენი მოფიქრებული სიტყვის გამოყენებით:

 

 

 

    ხელწერა : მ.გრიგოლია.

     თარიღი: 3.12.2020 წელი



გაკვეთილის გეგმა N-4

 

მასწავლებლის სახელი, გვარი:  მეგი გრიგოლია

პირადი ნომერი:  

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური /კლასი:   დაწყებითი;  II კლასი;

მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა)  რაოდენობა:   27 ;  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე;

გაკვეთილის თემა:  ,,ნაძვის  ხე და ჩიჩილაკი“ (საინფორმაციო ტექსტი)

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპი ტესტის წაკითხვა ,გაგება-გააზრება;

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადსხვა ტიპის ტექსების მაორგანიზებელი ელემენტების ამოცნობა;

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება; 

 

გაკვეთილის თემისა  და მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის მოთხოვნებთან:

 წარმოდგენილი გაკვეთილის თემა და მიზანი თანხვედრაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან და თემატურ გეგმასთან.  გაკვეთილის გეგმის შედგენისას გავითვალისწინე  II  კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. ჩემი გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ემსახურება ინდიკატორებში გაწერილი შედეგების მიღწევას.

 

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

·         მოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას

·         აჯგუფებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას კონკრეტული ნიშნების მიხედვით

 

ქართ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.

 

·         ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია

 

ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

·         უბრუნდება წაკითხულს კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად, ტექსტის უკეთ გასააზრებლად;

·         იყენებს მარტივ გრაფიკულ სქემებს, გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დასაჯგუფებლად;

 

 

#

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ.)

                       

                1

აქტივობა:

საორგანიზაციო საკითხები;

 

აქტივობის მიზანი: სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრა, მოსწავლეების პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და მოტივაციის გაზრდა. 

 

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ესალმება  კლასს, აცნობს გაკვეთილის  თემას,  მიზნებს და  შეფასების რუბრიკას;

 

 

 

ვერბალური ახსნა ;

 

 საერთო საკლასო

კედელზე ერთჯერადად გამოყენების ფურცლებზე დაწერილი თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა;

 

მოსწავლეებს შეექმნებათ შესწავლილი თემისადმი პიროვნული დამოკიდებულებებისა და კავშირების გამოკვეთის შესაძლებლობა.  შეფასების რუბრიკები ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა საბოლოო შედეგებისა და წარმატების მაჩვენებლის  დანახვაში, მოსწავლეებს კი მიღწეული შედეგების გაუმჯობესების გზების დანახვაში

2 წთ

                     

            2

აქტივობა:

გონებრივი იერიში;

აქტივობის მიზანი:

წინარე ცოდნის გააქტიურება;

აქტივობის აღწერა:

წინასწარ ფორმატის  ფურცელზე (მასწავლებლის მიერ ერთჯერადად  გამოყენების) დახატულია ნაძვის ხე და ჩიჩილაკი  გონებრივი იერიში. მასწავლებელი უსვამს კითხვას მოსწავლეებს რა იცით თითოეულის შესახებ?

მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, მასწავლებელი წერს ნახატების ირგვლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.  

  

 

 

გონებრივი იერიში;

საერთო საკლასო

გონებრივი იერიშის სქემა;

 

რესურსი ააქტიურებს წინარე ცოდნას, აძლიერებს ვიზუალურ უკუკავშირს.

5 წთ

                   

                3

აქტივობა ;

სლაიდის ჩვენება;

 

აქტივობის მიზანი:

სლაიდის ჩვენების პროცესში მიღებული  ახალი ინფორმაციის გაგება;

აქტივობის აღწერა:

 მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სლაიდს სათაურით ,,ნაძვის ხის მორთვის ტრადიციები“ .

მოსწვალეები უყურებენ თავიანთ ბუკებში მასწავლებლის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას.

 

 

 

 

 

სლაიდის ჩვენება;

ინდივიდულუარი;

 კომპიუტერი, სლაიდი.

 

ეს რესურსი მოსწავლეებს ეხმარება ახალი ცოდნის მიღებასა და გაგებაში;  რადგანაც რესურსში ასახულია ნაძვის ხის მორთვის ტრადიციები ქვეყნების მიხედვით.

 

 

6 წთ

                   4

აქტივობა:

ტექსტის კითხვა პაუზებით;

 

აქტივობის მიზანი:

კითხვის პროცესში მიღებული  ინფორმაციის გაგება-გააზრება, კითხვის უნარის განვითარება,  ახალი ცოდნის კონსტრუირება;

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი იწყებს საჩვენებელ კითხვას პაუზებით, ჩერდება აზრობრივად საინტერესო წინადადებებთან და სვამს კითხვებს, რათა შეამოწმოს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საინფორმაციო ტექსტი;

I პაუზა-…ზედ სანთლები და ხის ფიგურები დაამაგრეს.

1.       შეკითხვა:

 სად დადგეს პირველი საახალწლო ნაძვის ხე?

2.       როგორი ფიგურები დაამაგრეს ნაძვის ხეზე გერმანელებმა?

 

II პაუზა-…ხილით და ფერადი ქაღალდებით მორთო.

შეკითხვა:

1.       როგორ მორთეს ინგლისში საახალწლო ხე?

 

 

III პაუზა:- …მოქსოვეს ვაშლები, ბანანები, და ნაძვის ხეზე ჩამოკიდეს.

შეკითხვა:

1.       რა ქნეს ამერიკელებმა?

 

IV პაუზა:-ჩიჩილაკს რთავდნენ ფერადი ძაფებითა და კანფეტებით.

შეკითხვა:

1.       რითი ხვდებოდნენ ახალ წელს ქართველები?

2.       რისგან ამზადებდნენ ჩიჩილაკს?

3.       როგორ ამზადებდნენ?

4.       რითი რთავდნენ ჩიჩილაკს?

 

 ტექსტის კითხვა პაუზებით;

კითხვა -პასუხი;

 

საერთო საკლასო

სახელმძღვანელო;

ტექსტი;

ტექსტი ხელს უწყობს  კითხვის უნარი განვითარებასა და კითხვის პროცესში მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრებას;

  10 წთ

 

 

5

აქტივობა:

ვენის დიაგრამის შევსება;

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის დახარისეხბა და ორგანიზება;

 

 

აქტივობის აღწერა:

წინასწარ მასწავლებლის მიერ დაფაზე გაკრული ერთჯერდად გამოყენების  სქემაში მოსწავლეების აქტიურობითა და კარნახით მასწავლებელი ავსებს სქემას. ადარებენ   ნაძვის ხესა და ჩიჩილაკს, ასევე  ეძებენ საერთო ნიშან-თვისებას.

 

 

მონაცემების დახარისხება და ორგანიზება;

საერთო საკლასო  

სქემა;

გრაფიკული მაორგანიზებლების, კერძოდ, ვენის დიაგრამის გამოყენება ავითარებს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების ტრანსფერულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა ნებისმიერი საგნის შესწავლის დროს.

4წთ

6

აქტივობა

გაკვეთილის შეჯამება|შეფასება;  

 

აქტივობის მიზანი:

გაკვეთილზე შესწავლილი მასალის შეჯამება;

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ მერხებზე დაუდებს  ფაილებში ჩალაგებულ  სქემას -,,მკითხველოს დღიური“ .  მასწავლებელი შეახსენებს შევსების წესებს. მოსწავლეები ავსებენ ,,მკითხველის დღიურს „ და აკეთებენ პრეზენტაციას,აფასებენ გაგებულს.

ასხნა-განმატრებითი;

ინდივიდუალური;

ერთჯერადად გამოყენების შესავსები ,,მკითხველის დღიური“ , საწერ-კალამი, ფანქრები.

 მკითხველის დღიურის’’ გამოყენებით მოსწავლეები გაიძლიერებენ ინტერესს შესწავლილი თემის მიმართ. წარმოსახვითი უნარების გამოყენებით გამოიტანენ დასკვნებს, გაგვაცნობენ საკუთარ შთაბეჭდილებებს, შეაფასებენ გაკვეთილს.

  3წთ

7

აქტივობა:

საშინაო დავალება:

მიზანი:

ახალი მასალის განმტკიცება.

 

 

აქტივობის აღწერა:

საინფორმაციო ტექსტი ,,ნაძვის ხე და ჩიჩილაკი“ გაწაფული კითხვით.

 

 

ახსნა-განმარტებითი

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო;

გაწაფული  კითხვა  ეხმარება მოსწავლეს კლასში მიღებული ცოდნა განამტკიცოს.

 

  1 წთ


                   გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლემ  შეძლო  სხვადასხვა ტიპის ტესტის წაკითხვა ,გაგება-გააზრება, შეძლო სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების ამოცნობა და  კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება; 

                   შეფასება:

            გაკვეთილზე  ჩართულობის შეფასების რუბრიკა 

შეფასების კომპონენტები

საუკეთესო

კარგი

გასაუმჯობესებელი

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

აქტიურადაა ჩართული ყველა სახის აქტივობის შესრულებისას.

ჩართულია ზოგიერთი აქტივობის შესრულებისას.

ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.

ტექსტის გაგება-გააზრება

 

           აქტიურად ერთვება ტექსტის გაგება-გააზრებაში

ერთვება ტექსტის აგგება-გააზრებაში

ვერ ახერხებს ტექსტის აგგება-გააზრებას;

გამართული და სწორი მეტყველება

 

გამართულად მეტყველებს,

 ზუსტად იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.

თითქმის გამართულად მეტყველებს,

მაგრამ მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვის დროს უშვებს უმნიშვნელო უზუსტობებს.

ვერ ახერხებს  გამართულ და სწორ

მეტყველებას.  ვერ  იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.

 

                  

    ხელწერა : მ.გრიგოლია.

     თარიღი: 4.12.2020 წელი



      

                                                გაკვეთილის გეგმა N-5

 

მასწავლებლის სახელი, გვარი:  მეგი გრიგოლია

პირადი ნომერი:  

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური /კლასი:   დაწყებითი;  II კლასი;

მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა)  რაოდენობა:   27 ;  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე;

გაკვეთილის თემა:  ,,ნაძვის  ხე და ჩიჩილაკი“ (საინფორმაციო ტექსტი)

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის დროს  არსებითი სახელების  სათანადოდ გამოყენება;

·          მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება;

  

გაკვეთილის თემისა  და მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის მოთხოვნებთან:

წარმოდგენილი გაკვეთილის თემა და მიზანი თანხვედრაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან და თემატურ გეგმასთან.  გაკვეთილის გეგმის შედგენისას გავითვალისწინე  II  კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. ჩემი გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ემსახურება ინდიკატორებში გაწერილი შედეგების მიღწევას.


ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.

·         მიზნის შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას;

·         მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე;

 

ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება;

Ø  სათანადოდ ათანხმებს რიცხვში სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;

 

ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

Ø  კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;

 


#

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ.)

                       

                1

აქტივობა:

საორგანიზაციო საკითხები;

 

აქტივობის მიზანი: სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრა, მოსწავლეების პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და მოტივაციის გაზრდა. 

 

აქტივობის აღწერა: 

გაკვეთილის  დასაწყისში მასწავლებელი აუცილებლად შეახსენებს მოსწავლეებს, რომ ახლა მათ ექნებათ მუშაობა ,,ნაძვის ხე და ჩიჩიკალის“ ტექსტში გრამატიკულ მასალაზე;  (არსებითი სახელები)

 შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის მიზანსა და მოსწავლეთა შეფასების რუბრიკას;

 

 

ვერბალური ახსნა ;

 

 საერთო საკლასო

კედელზე ერთჯერადად გამოყენების ფურცლებზე დაწერილი თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა;

 

მოსწავლეებს შეექმნებათ შესწავლილი თემისადმი პიროვნული დამოკიდებულებებისა და კავშირების გამოკვეთის შესაძლებლობა.  შეფასების რუბრიკები ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა საბოლოო შედეგებისა და წარმატების მაჩვენებლის  დანახვაში, მოსწავლეებს კი მიღწეული შედეგების გაუმჯობესების გზების დანახვაში

  2 წთ

                     

            2

აქტივობა:

წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი:

არსებული ცოდნის, განცდებისა და შთაბეჭდილებების გააქტიურება. აღძრული მოტივაციის შენარჩუნება და განმტკიცება;

აქტივობის აღწერა:

 მასწავლებელი მოსწავლეებს  უსვამს   კითხვებს: 

·         რა იყო ჩვენი გაკვეთილის სათაური?   

·         რომელი კითხვა დაესმის ნაძვის ხეს?

·         ჩიჩილაკს?

·         ვის დაესმის კითხვა ვინ?

·         რამდენი რიცხვი გააჩნია არსებით სახელს?

·         რომელია ისინი?

·         რას აღნიშნავს მხ.რიცხვი?

·         რას აღნიშნავს მრ.რიცხვი?

მოსწავლეები გაიხსენებენ არსებით სახელს(მის კითხვებს , რიცხვს );

 

 

 

კითხვა-პასუხი

საერთო საკლასო

სახელმძღვანელო;

 

წიგნის გამოყენება ხელს უწყობს არსებული ცოდნის გააქტიურებასა და განმტკიცებას;

5 წთ

                   

                3

აქტივობა ;

პრაქტიკული მუშაობა ტექსტზე;

 

აქტივობის მიზანი:

ნაცნობ   ტექსტზე დაკვირვება, საჭირო ენობრივი  მასალის მოძიება;

 

 

აქტივობის აღწერა:

 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ   წიგნი და დააკვირდნენ ტექსტში მოცემულ ენობრივ მასალას. მოსწავლეები შესწავლილი ტექსტიდან  ამოიწერენ  არსებით  სახელებს;

მოძებნე,ამოწერე;

ინდივიდულუარი;

 ხელმძღვანელო, ტექსტი, რვეული, კალამი. 

 

დავალებაზე მუშაობის ინსტრუქცია დაეხმარება  მოსწავლეებს, წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა  მოეთხოვებათ, რამდენ ხანში უნდა შეასრულონ.

 

 

  7  წთ

                   4

აქტივობა:

დააჯგუფე:

 

აქტივობის მიზანი:

უკვე მოძიებული არსებითი სახელების დაჯგუფება;

დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება;

აქტივობის აღწერა:

მას შემდეგ რაც მოსწავლები ამოწერენ რვეულებში არსებით სახელებს, მათ  მასწავლებელი უხსნის რომ ამოწერილი არსებითი სახელები დააჯუფონ მხოლობითი და მრავლობითი ფორმის მიხედვით. მოსწავლეები აჯგუფებენ არსებიტ სახელებს საკუთარ რვეულბეში.

 

 დააჯგუფე ;

ინდივიდუალური;

 ხელმძღვანელო, ტექსტი, რვეული, კალამი. 

 

დავალებაზე მუშაობა  დაეხმარება მოსწავლეებს დამოუკიდებლად  იმუშაონ მასალაზე და განიმტკიცონ ცოდნა.

 

 7  წთ

 

5

აქტივობა:

გამოტოვებული არსებითი სახელების ჩასმა წინადადებებში:

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის შეჯამება;

 

აქტივობის აღწერა:

 

მოსწავლეებს წინასწარ მაგიდაზე უდევთ ინდივიდუალურად ფაილში ჩადებული დავალება. მასწავლებელი  სთხოვს, დაუკვირდნენ თითოეულ წინადადებას და ჩასვან შესაბამისი გამოტოვებული არსებითი სახელი. დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი 3-4 მოსწავლეს წააკითხებს შესრულებულ დავალებას  აფასებს მათ ნაშრომს.

ჩასვი გამოტოვებული სიტყვა

ინდივიდუალური  

ერთჯერადად გამოყენების ფაილში ჩადებული ბარათზე შესასრულებელი დავალება;

აქტივობა ხელს უწყობს ცოდნის განმტკიცებას;

 5 წთ

6

აქტივობა

გაკვეთილის შეჯამება|შეფასება;  

 

აქტივობის მიზანი:

გაკვეთილზე შესწავლილი მასალის შეჯამება;

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:

·         საინტერესო იყო თუ არა გრამატიკული მასალა და მასზე მუშაობა?

·         რატომ?

·         •როგორ გამოიყენებთ დღეს მიღებულ ცოდნას? 

·          რამე თუ დარჩა თქვენთვის ბუნდოვანი? 

მოსწავლეები მსჯელობენ.

 

მასწავლებელი  აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარებით;

 

კითხვა-პასუხი;

საერთო საკლასო

აქტივობის  მიზანია, მოსწავლეებმა გაიხსენონ  გაკვეთილის მიზნები და გაიაზრონ მიღწეული  შედეგები;

  3 წთ

7

აქტივობა:

საშინაო დავალება:

მიზანი:

ცოდნის განმტკიცება.

 

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი დავალებას აძლევს მოსწავლეებს. აქტივობის რვეული: გვ. 37. ,,ნაძვის ხე და ჩიჩილაკი“.

 

 

ახსნა-განმარტებითი;

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო;

ატივობის რვეული;

მოცემული დავალება ეხმარება მოსწვალეებს კიდევ ერთხელ განამტკიცონ კლასში მითებული ცოდნა;

  1 წთ




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლემ  შეძლო სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში,  შეძლო  წერის დროს  არსებითი სახელების  სათანადოდ გამოყენება და   წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება;

 



შეფასების რუბრიკა;

შეფასების კომპონენტები

საუკეთესო

კარგი

გასაუმჯობესებელი

გრამატიკული მასალის ათვისება

 მოსწავლემ სწორად გაიაზრა არსებითი სახელის, მისი რიცხვები  წინადადებებზე დაკვირვებით; საუბრისა და წერის დროს სწორად იყენებს არსებით სახელს;

მოსწავლემ გაიაზრა არსებითი სახელი, რიცხვები  წინადადებებზე დაკვირვებით; თუმცა ზოგჯერ სწორად ვერ იყენებს არსებით სახელებს  საუბრისა და წერის დროს.

მოსწავლეს უჭირს გააზრება არსებითი სახელის. უჭირს საუბრის დროს მისი სწორად გამოყენება;

წერის უნარი

·         მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს კითხულობს ხმამაღლა და ასწორებს დაშვებულ შეცდომებს.

მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს კითხულობს ხმამაღლა, აღმოაჩენს შეცდომებს , თუმცა ზოგჯერ   ვერ ასწორებს საკუთრ საწერს.

მოსწავლეს უჭირს საკუთარი ნაწერის ხმამაღლა წაკითხვა და უჭირს შეცდომის აღმოჩენა და ნაწერის დამოუკიდებლად გასწორება.  

ჩართულობა

 

მოსწავლე აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

მოსწავლე ჩართულია გაკვეთილის მიმდინარეობისას უმეტეს აქტივობაში

მოსწავლე ნაკლებადაა ჩართული საგაკვეთილო მუშაობაში

 





     დანართი N-1 

 

ჩასვი გამოტოვებული სიტყვა:

საახალწლოდ  …………..    ნაძვის ხეს რთავენ.

საახალწლო   ……    პირველად გერმანიაში დადგეს.

საახალწლო ხეზე  ………      და  ………………    დაამაგრეს.

…………    მზადდება თხილის მსხვილი ჯოხისგან.

ამერიკელებმა ხელით დაამზადეს ……………….

ამერიკელებმა  მოსქოვეს  ვაშლები, …………… ,      …………….   და ნაძვის ხეზე  ჩამოკიდეს

ჩიჩილაკის ბოლოებზე  ორი ………..    ჩამოცმული.

ჩიჩილაკს რთავდნენ ფერადი ძაფებითა და  ………………. 

ძველად კი ასეთი  ნაძვის …….    და  …………..     არ ქონდა.

ინგლისში ,მეფის სასახლეში, ………..   სადღესასწაულო ხე ტკბილეულით მორთო.

 

 

    ხელწერა : მ.გრიგოლია.

     თარიღი:  4.12.2020 წელი

 

 

                   სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა

                                 ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

პედაგოგი: მეგი გრიგოლია

სწავლების საფეხური|კლასი:  II კლასი

 2020 წლის 2 დეკემბერს II კლასში  ონლაინ რეჟიმში ჩავატარე  გარე დაკვირვების გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თემა: დარო ქართველიშვილის  ,,ზამთრის ესკიზი“ . გაკვეთილის მიზნად დასახული მქონდა მოსწავლეებს შეძლებოდათ სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა, კითხვის  და წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება.

     გაკვეთილი დაგეგმილი იყო ე.ს.გ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტიდან;

ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

  კლასში ირიცხება 27 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის. გაკვეთილზე მესწრებოდა ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით (დამსწრეთა სიის ჩამოტვირთვა)  26  მოსწავლე.

 გაკვეთილი წარიმართა დისტანციურ რეჟიმში  პლატფორმა teams-is გამოყენებით. ჩატარებული გაკვეთილი ძირითადათ შემუშავებული მქონდა პირისპირ კლასში (საკლასო ოთახში) ჩასატარებელი გეგმის მიხედვით, სადაც აქტივობები გაწერილი მქონდა 30 წუთზე.  მაგრამ რაკი სკოლა  მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან გადავიდა  დისტანციური სწავლების  რეჟიმზე, მოვახდინე  ამ გეგმის მოდიფიცირება დისტანციური სწავლებისათვის. შევიტანე ცვლილებები საგაკვეთილო აქტივობებში და გაკვეთილის აქტივობები გაწერილი იყო 20 წუთზე.  კონკრეტულად ცვლილება შეეხო ბოლო ორ აქტივობას,  N-5 აქტივობა იყო ,,პერსონაჟის რუკის“  შევსება ,ეს აქტივობა შევასრულე ვერბალური ფორმით, სადაც მოსწავლეები წიგნზე მუშაობით ზეპირი ფორმით მპასუხობდნენ შესასრულებელ დავალებას.  ხოლო N-6 აქტივობა  ენობრივ (გრამატიკულ) მასალაზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა  გაკვეთილიდან გამომდინარე არეული სიტყვების დალაგებას  ამოვიღე  გაკვეთილის გეგმიდან  დროის სიმცირის გამო, რადგანაც მოგეხსენებათ  II კლასში  ონლაინ საგაკვეთილო   დროის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთს.  ამ ცვლილებებს ხელი არ შეუშლია გაკვეთილის მიზნის მიღწევაში ,რადგანაც გაკვეთილის მიზანი ჩამოვაყალიბე  ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობებიდან და უნარებიდან გამომდინარე, რადგანაც ვიცოდი რის გაკეთებას შეძლებდნენ ისინი. მიზნის მისაღწევად განვსაზღვრე  აქტივობები, რომლებიც იქნებოდა მათთვის ეფექტური და  შეძლებდნენ მიზნის მიღწევას ონლაინ გაკვეთილის რეჟიმის პირობებში.   გაკვეთილის მსვლელობის პერიოდში ეკრანის გაზიარებით (3 -ჯერ გავაზიარე ეკრანი ) გამოვიყენე ჩემ მიერ შექმნილი და აწყობილი power point-ის პრეზენტაციები, გამოვიყენეთ ხელის აწევის ფუნქცია, გამოვიყენეთ სასაუბრო (ჩათი), გამოვიყენე ონლაინ ვორდი, ასევე გაკვეთილის ბოლოს დავალების მიცემის მიზნით  asigment (ასიგმენტი) გამოვიყენე , სადაც 27-ვე მოსწავლეს გადაეგზავნა შესასრულებელი დავალება, ყველა მოსწავლე გაკვეთილზე შემოვიდა ჩემ მიერ წინასწარ ჩანიშნული კალენდრიდან.

  პირველი აქტივობა იყო  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მისალმების, დამსწრეთა  სიის ჩამოტვირთვის შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების კომპონენტები და ონლაინ გაკვეთილზე ქცევის წესები, რადგანაც მოსწავლეებს შექმნოდათ  შესწავლილი თემისადმი პიროვნული დამოკიდებულება, ხოლო  შეფასების რუბრიკა კი ეხმარება მასწავლებელს  მოსწავლეთა საბოლო შედეგებისა და წარმატების მაჩვენებლის  დანახვაში, მოსწავლეებს კი მიღწეული შედეგების გაუმჯობესების გზების დანახვაში.  ქცევის წესებს მოსწავლეები ონლაინ სივრცეში ზედმიწევნით იცავდნენ.

მეორე აქტივობა იყო სლაიდის ჩვენება ,,ზამთარი“ , რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში. ამის შემდეგ შევიტანე მცირე ცვლილება ,რადგანაც გამერკვია რამდენაც გააქტიურდა მათი წინარე ცოდნა ,ამიტომ მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ონლაინ ვორდში, ასევე სასაუბროში (ე.წ ჩათში), გათვალისწინებული მქონდა ის რომ თუ რომელიმე მოსწავლეს შეექმნებოდა ტექნიკური ხარვეზი მათ ემუშავათ საშინაოს რვეულებში( თუმცა დაკვირვებიდან გამომდინარე ეს არ მომხდარა). შესრულებულ დავალებას პარალელურ რეჟიმში ვადევნებდი თვალს და ხელის აწევის  ფუნქციის გამოყენებით მოსწავლეები კითხულობდნენ თავიანთ ნაწერს ხმამღლა. ნაწილის კითხვას მე ვახდენდი.  ამან უფრო  შეუწყო  ხელი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლისადმი დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას.

 მესამე აქტივობა იყო  სურათების საშუალებით ტექსტის სიუჟეტური ხაზის აღდგენა; ანუ ილუსტრაციებზე დაყრდნობით ტექსტის შინაარსის დეტალური გახსენება |გაგება  და ლოგიკური ჯაჭვის აღდგენა; ამის ჩვენება მოვახდინე ეკრანის გაზიარებით . ანიმაციური სლაიდების (მოძრავი) გამოყენებით გაკვეთილი დაყოფილი იყო ხუთ ეპიზოდად,სადაც მოვახდინე ამ ხუთი ეპიზოდის ილუსტრაციებად გადაქცევა ,ავურიე ერთმანეთში  სლაიდები  ,რადგანაც მოსწავლეებს შეძლებოდათ ილუსტაციებზე დაყრდნობით ტექტის შინაარსის თანმიმდევრულად გახსენება. მოსწავლეებმა ხელის აწევის ფუნქციის გამოყენებით  შეძლეს დალაგება ილუსტაციების . შესაბამისი ნომრები მივანიჭე სურათებს  და ასევე გადმოსცეს თითოეული სურათის შინაარსი გაკვეთილის შინაარსიდან გამომდინარე. ამ აქტივობაში  ხელის აწევის დროს  შეიქმნა ხმის ჩართვის პრობლემა, რაც უმალვე გასწორდა და  შესაძლებელი იყო  დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა.

 მეოთხე აქტივობაში შევიტანე ცვლილება და გადავაქციე ვერბალურ ფორმად ანუ ზეპირი გზით ვამუშავე ბავშვები. ზეპირად ,მაგრამ წიგნზე მუშაობით შევასრულეთ ,,პერსონაჟის რუკა“. ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარა პერსონაჟის თვისებების აღქმასა და საბოლოო შეფასებაში.

  მეხუთე აქტივობა მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი და გასცეს დასმულ კითხვას პასუხი. მათ გამოიყენეს ამ დავალების შესარულებლად სასაუბრო. იქ ჩაბეჭდეს თუ რომელი აქტივობა იყო მოსაწონი და რომელი გაუჭირდათ. მოსწავლეებმა წაიკითხეს თავიანთი ნაწერი, ნაწილი კი მე წავიკითხე დროის სიმცირის გამო.  ეს შეფასება დამეხმარება უკეთ დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები და უკეთ დავგეგმო ჩასატარებელი გაკვეთილი მომავალში.

     მეექვსე აქტივობაში მოხდა ჩემ მიერ გაკვეთილის შეჯამება და ამის შემდეგ კი მოსწავლეებს პარალელურ რეჟიმში (ასიგმენტებში)  დავალებების განყოფილებაში გადავუგზავნე შესარულებელი დავალება, რაც ხელს შეუწყობდა ცოდნის განმტკიცებას.

 ჩემი აზრით გაკვეთილზე ვასრულებდი  უმეტესად ფასილიტატორის როლს და ვცდილობდი მოსწავლეები სწორ პასუხამდე მიმეყვანა.

  გაზიარების დროს ტექნიკური ხარვეზი არ მქონია და არ შეფერხებულა სლაიდების ჩვენება ეკრანზე. ვცდილობდი თანამედროვე მიდგომების  გათვალისწინებით, მათთან დამემყარებინა თბილი ურთიერთობა, რაც გამოხატებოდა იმაში რომ შიდაშიგ სტიმულის მიცემის მიზნით ვეფერებოდი, ვაქებდი , ვეხუმრებოდი და ვესიყვარულებოდი, რადგანაც ისინი მცირე ასაკის მოსწავლეები არიან. ასევე ვაძლევდი ეფექტურ განმავითარებელ უკუკავშირს. 

მთლიანობაში ვფიქრობ რომ გაკვეთილი იყო საინტერესო, მიზანზე ორიენტირებული. მოსწავლეები ჩართული იყვნენ ინტერესით.

გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ჩემსა და მოსწავლეებს შორის  დამყარებული პოზიტიური, თანამშრომლობითი ურთიერთობა,ქცევის წესების დაცვა და ასევე  მიზანზე მორგებული რესურსები და მათგან მოსწავლეებისგან მიღებული შეფასება. (უკუკავშირი).

 შეცდომების (ხარვეზების)  გაანალიზებას  როცა შევუდექი , შესაბამისად სათითაოდ  ყველა მოსწავლის  გამოკითხვა და ჩართვა ვერ მოვახერხე.   ამიტომ ეს რომ არ მოხდეს  ამ მიზნით უნდა ვიმუშაო საკუთარ  თავთან, რომ ყველა მოსწავლის ჩართვა მოვახერხო.   ასევე შევნიშნე რომ დავალების შესრულების დროს ყველა მოსწავლეს  ვერ წავაკითხინე  შესრულებული დავალებები. ამას თან ერთვოდა ის რომ გაკვეთილი გაწერილი მქონდა 20 წუთზე. ასევე გავაანალიზე ის რომ აქტივობებს შორის დროის განაწილებას უნდა მივაქციო ყურადღება. იყო ისეთი აქტივობა, რომელსაც უფრო დიდი დრო დავუთმე, ვიდრე სხვა აქტივობა(საჭიროებიდან გამომდინარე). ამ მიზნით უნდა ვიმუშაო საკუთარ თავთან. მომავალში შევეცდები დრო უფრო რაციონალურად გამოვიყენო. გაკვეთილი დავასრულე  23-ე წუთზე.  გავაგრძელებ ჩემ  თავთან მუშაობას ,რათა ყველა ხარვეზი იქნეს სამომავლოდ აღმოფხვრილი. ასევე გავაგრძელებ პროფესიულ განვითარებას, დავესწრები (ეხლაც ვესწრები) სხვადასხვა სახის ტრენინგებს, რადგანაც ვთვლი რომ მასწავლებელი ყოველ დღე უნდა ვითარდებოდეს , უნდა იყოს ახლის ძიებაში ,რათა არ ჩამორჩეს თანამედროვე მიდგომებს.

   ვფიქრობ  ,ხარვეზების მიუხედავად გაკვეთილი შედგა, იყო საინტერესო ,ნაყოფიერი მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები გავიდნენ ე.ს.გ-ს მისაღწევ შედეგებზე და გამოავლინეს  ცოდნა, კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა. 

   3.12.2020 წელი

   მ. გრიგოლია.























































სსიპ 




No comments:

Post a Comment