გაკვეთილის გეგმები




                                                          I -ა კლასი. 30.04.2024 წელი
                                                             ,,ბუსუსუნა ბუს ამბავი" 









                                                            I -ა კლასი. 22.04.2024 წელი
                                                                   ,,დედამიწის დღე"





               

                                                            I -ა კლასი. 12.04.2024 წელი
                                                                 ,,ო, ენავ ჩემო!"                          
 





                                                 I-ა -კლასი. 1.03.2024 წელი

                                    ,,დედავ-ცხოვრების ბურჯო მაგარო!"  


https://docs.google.com/document/d/1EwLctwPumlfwn92y4DdZMfanb1Z2oZen/edit?usp=sharing&ouid=103133061171493999908&rtpof=true&sd=true




                  სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა

                                                     I-ა -კლასი. 27.10.2023 წელი

                                        იაკობ გოგებაშვილის 183 წლის იუბილე 






              სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა

                                                     I-ა -კლასი. 4.10.2023წელი

                    საზეიმო გაკვეთილი ასო-ბგერა  ,,, ასო-ბგერა ,,"






             სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლა

 

                                         გაკვეთილის გეგმა;

                       ლ. ცუცქირიძის ,,ღრუბელი ,რომელიც არ წვიმდა“

 

მასწავლებლის სახელი,გვარი-მეგი გრიგოლია.

ინტეგრირებული საგნები:  ქართული ენა;   ბუნება.

სწავლების საფეხური| კლასი: დაწყებითი საფეხური.   III-კლასი.

მოსწავლეთა რაოდენობა:  27 მოსწავლე.

გაკვეთილის თემა:  ლ. ცუცქირიძის ,,ღრუბელი ,რომელიც არ წვიმდა“ .

გაკვეთილის მიზანი:

·         წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება;

·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

 

 

N

აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი| მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა| ფორმები

სასწავლო რესურსი

დრო (წთ)

 

 

                                                           I-ფაზა   გამოწვევა

                                                      წაკითხვისთვის მზადება

 

1

ვესალმები  კლასს და ვაცნობ გაკვეთილის მიზნებს, როგორ  მოუწევთ მათ მუშაობა,   ვაცნობ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას;

მივმართავ კლასს:  როცა ვამბობ ,,ღრუბელი“ , რა გახსენდებათ? რისგან შედგება ღრუბელი? გაიხსნენეთ წყლის ბრუნვა დედამიწაზე?

რა მნიშვნელობა აქვს წვიმას ცოცხალი არსებებისათვის?

ვერბალური ახსნა;

 

 

 

 

წინარე ცოდნის გააქტიურება;

მთელი კლასი

1.ილუსტრაცია

,,ღრუბელი“.

2. ხელით დამზადებული  დიდი აპლიკაცია ,,ღრუბელი, რომელიც წვიმს“ 

 

 

3 წთ

2

მივმართა მოსწავლეებს: „დღეს ჩვენ წავიკითხავთ საინტერესო ამბავს ,,ჯიუტი ღრუბელის“ შესახებ.   მიმოიხილავ ტექსტს (სათაურს, ილუსტრაციას, ავტორს, ჟანრს).  დასმული შეკითხვები:

რა აქვს სათაურად ამ ახალ ტექსტს? ვინ არის ტექსტის ავტორი? რას გვატყობინებს მინაწერი სათაურის ქვეშ?

 რას ეწოდება ზღაპარი? რომელი სიტყვებით იწყება ზღაპარი?  რომელი სიტყვებით  მთავრდება ზღაპარი? რა განსხვავებაა ნამდვილ ამბავსა და ზღაპარს  შორის? რა არის თქვენი აზრით  ავტორის მიზანი? მოსწავლეები გამოთქვამენ  საკუთარ ვარაუდებს.

 

 

ტექსტის წინასწარი მიმოხილვა;

მთელი კლასი

  3. დაფაზე გაკრული ,,ჯიუტი ღრუბლის“    ნახატი

5-წთ

3

მივმართავ კლასს: „სანამ კითხვას დაიწყებთ, ვნახოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომლებიც ტექსტში შეგვხვდება. ვუჩვენებ მოსწავლეებს ფერად ქაღალდებზე დაბეჭდილ და დაფაზე მიმაგრებულ სიტყვებს:

·         თავნება

·         გრუხუნი

·         ჯიუტი

·         საქმოსანი

·         წიწკანა

ხმამაღლა  და გარკვევით ვკითხულობ  თითოეულ სიტყვას. მოსწავლეები საუბრობენ ამ სიტყვების მნიშვნელობის შესახებ. საჭიროების მიხედვით ვეხმარებ მოსწავლეებს სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტებაში. 

ვთხოვ  მოსწავლეებს, ჩამოწერილი სიტყვების გამოყენებით ჯგუფებში შეადგინონ ისეთი წინადადებები წერილობით, რომლებიც სავარაუდოდ  შეხვდებათ ტექსტში.

 

ლექსიკური ერთეულების წინასწარ გაცნობა

 

დიფერენცირებულ ჯგუფებში მუშაობა

ჯგუფები დაყოფილია ფერების მიხედვით. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მისი ჯგუფის ფერი ბარათი;

ფერებია:

წითელი

მწვანე

ლურჯი

სტაფილოსფერი

ყვითელი.

 

 

6-8 წთ

                                                              II -ფაზა.  ტესტის კონსტრუირება

                                                                            კითხვის დროს

 

4

მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვურიგებ  ტექსტს, რომელსაც კითხულობენ ჩუმად და მარკირების მეთოდით.

 

ჩუმი , მარკირებით კითხვა

ინდივიდუალური

 

 

 10 -12 წთ

5

მოსწავლეებს  ჯგუფებში ურიგდებათ მათთვის განკუთვნილი დავალებები:

1.       ,,სიტყვის რუკა“

2.       ,,სინონიმთა წრე“

3.       ,,პერსონაჟის რუკა“

4.,,მოთხრობის რუკა“

5.,,თავიდან, მერე,ბოლოს“.

თითოეული ჯგუფი მუშაობს მათ შესაძლებლობეზე მორგებულ დავალებებზე.

მუშაობა ტექსტზე და სხვადასხვა სააზროვნო სქემების შევსება

მუშაობა დიფერენცირებლ ჯგუფებში

წინასწარ გამზადებული სხვადასხვა ფერის დიდ თაბახის ფორმატზე დაწერილი|დახაზული სქემები;

 

 

6-8 წთ წთ

 

                                                                    III-ფაზა  რეფლექსია

                                                                     წაკითხვის შემდეგ

6

ვთხოვ მოსწავლეებს, ჯგუფების მიხედვით, ტექსტის თითოეულ აბზაცს შესაბამისი სათაური შეურჩიონ და  დაფაზე წინასწარ გაკრულ ,,საკითხის რუკა“ -ში მიკარნახონ  სათაურები.  აბზაცების დასათაურების შემდეგ თხოვ  მოსწავლეებს, ისაუბრონ იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა მათ სქემის შევსება და ასოციაციების მოფიქრება სიტყვის გააზრებასა და დამახსოვრებაში. 

 

აბზაცების დასათაურება;

ჯგუფური მუშაობა.

დიდ ფორმატზე წინასწარ გამზადებული სქემა: ,,საკითხის რუკა“

5წთ

7

მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს და ავსებენ ინდივიდუალურად  ,,მკითხველის დღიურს.“

 

მკითხველის დღიურის შევსევა

ინდივიდუალური

თაბახის ფურცლებზე გამადებული (25 ცალი) ,,მკითხველის   დღიური“

  3 წთ

საშინაო დავალება:  გადმოეცით წერილობით წაკითხულის ,,ღრუბელი, რომელიც არ წვიმდა“  მოკლე შინაარსი-1 წთ.

 


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

ქართ. III. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტის საბავშვო ენციკლოპედიაში,  მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).

 

·         ამოიცნობს თემას;

·         ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, პირობით ნიშანს, , აბზაცების რაოდენობას.);

 

ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, , მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.

 

·         ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;

·         საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;

·         ამოიცნობს და ასახელებს დიალოგში მონაწილეთა რაოდენობას;

·         გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას);

 

ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.

 

·         ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;

·         ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;

·         მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით);

ქართ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.

 

·         კონკრეტული მიზნისა და ადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს ჩანახატს.

ბუნ.III.8.მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.

·         ახასიათებს  მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი, ცისარტყელა) და აღწერს მათ;

 

 

 

            გაკვეთილზე  ჩართულობის შეფასების რუბრიკა 

 

შეფასების კომპონენტები

საუკეთესო

კარგი

გასაუმჯობესებელი

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

აქტიურადაა ჩართული ყველა სახის აქტივობის შესრულებისას.

ჩართულია ზოგიერთი აქტივობის შესრულებისას.

ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.

ტექსტის გაგება-გააზრება

 

·         აქტიურად ერთვება ტექსტის გაგება-გააზრებაში

ერთვება ტექსტის აგგება-გააზრებაში

ვერ ახერხებს ტექსტის გაგება-გააზრებას;

გამართული და სწორი მეტყველება

 

გამართულად მეტყველებს,

 ზუსტად იაცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.

თითქმის გამართულად მეტყველებს,

მაგრამ მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვის დროს უშვებს უმნიშვნელო უზუსტობებს.

ვერ ახერხებს  გამართულ და სწორ

მეტყველებას.  ვერ  იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.

 

  თარიღი:  2022   წლის 14.04

 

დანართი 1.

სიტყვის რუკა

სიტყვა:

 

სინონიმი:

 

ანტონიმი:

ფრაზა |წინადადება ტექსტიდან;

 

 

მოსწავლის |ფრაზა წინადადება;

 

 

 

                                                                                      

დანართი 2.

სინონიმები:

ნაღვლიანი

 

საქმიანი

 

ჯიუტი

 

უსაქმური

 

მკვდარი

 

დილა

 

სიცილი

 

ავადმყოფი

 

დიდი

 

 

დანართი 3.

მოთხრობის რუკა

სად ხდება მოქმედება?

 

 

ჩამოთვალე მოქმედი პირები;

 

 

რა იყო მიზეზი?

 

 

რა გახდა შედეგი?

 

 

თქვენი აზრით რომელი ანდაზა მიესადაგება  ამ ზღაპარს?

 

 

რას გვასწავლის ეს ზღაპარი?

 

 

 


დანართი  4.

მკითხველის  დღიური

სახელი_____________

გვარი_____________

 

1.რის შესახებ წაიკითხე დღეს? დახატე სურათი და დაწერე წინადადება.


                                       

დღეს მე წავიკითხე__________________________________________________________  

2.რა იგრძენი კიტხვის დროს? შემოხაზე ერთ-ერთი და შემდეგ დაწერე წინადადება

    J K L 

                              სიხარული                    არაფერი                   დაღონება                

მე _______________________   იმიტომ,  რომ  _____________________________________         ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________

 



                                      


                                                         გაკვეთილის გეგმა

 

მასწავლებლის სახელი, გვარი:  მეგი გრიგოლია

პირადი ნომერი:  

საგანი: ბუნება

სწავლების საფეხური /კლასი:   დაწყებითი;  II კლასი;

მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა)  რაოდენობა:   27 ;  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე;

გაკვეთილის თემა:  ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას!“.

გაკვეთილის მიზანი:

Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს  გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხის გაცნობიერება;

Ø   მოსწავლემ უნდა შეძლოს გარემოსადმი  მზრუნველობითი  დამოკიდებულების გამომუშავება;

 

 

 გაკვეთილის თემისა  და მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის მოთხოვნებთან:

 წარმოდგენილი გაკვეთილის თემა და მიზანი თანხვედრაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან და თემატურ გეგმასთან.  გაკვეთილის გეგმის შედგენისას გავითვალისწინე  II  კლასის  ბუნების  საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. ჩემი გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ემსახურება ინდიკატორებში გაწერილი შედეგების მიღწევას.


ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.

·         მსჯელობს გარემოს მნიშვნელობაზე მისი ჯანმრთელობისათვის (მაგ., განიავებული საკლასო ოთახი, სუფთა საცხოვრებელი);

·         იცავს გარემოში სისუფთავეს (მაგ., დანიშნულებისამებრ განათავსებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს)  და აღწერს ამ მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობას.



ბუნ.II.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ  ცხოვრებაში  გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.

·         მსჯელობს, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის/ტყის საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ.

 

#

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ.)

                       

                1

აქტივობა:

საორგანიზაციო საკითხები;

 

აქტივობის მიზანი: სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრა, მოსწავლეების პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და მოტივაციის გაზრდა. 

 

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ესალმება  კლასს, აცნობს გაკვეთილის  თემას,  მიზნებს და  შეფასების რუბრიკას;

 

 

 

ვერბალური ახსნა ;

 

 საერთო საკლასო

კედელზე ერთჯერადად გამოყენების  ფორმატის ფურცლებზე დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი შეფასების რუბრიკა;

 

მოსწავლეებს შეექმნებათ შესწავლილი თემისადმი პიროვნული დამოკიდებულებებისა და კავშირების გამოკვეთის შესაძლებლობა.  შეფასების რუბრიკები ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა საბოლოო შედეგებისა და წარმატების მაჩვენებლის  დანახვაში, მოსწავლეებს კი მიღწეული შედეგების გაუმჯობესების გზების დანახვაში

 

 2 წთ

                     

            2

აქტივობა:

გონებრივი იერიში

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა გონებაში უკვე არსებული ინფორმაციის  აღდგენა , გახსენება. მოსწავლეთა გააქტიურება, მოტივაციის გაძლიერება;

აქტივობის აღწერა:

წინასწარ ფორმატის  ფურცელზე (მასწავლებლის მიერ ერთჯერადად  გამოყენების) დახატული მაქვს მსოფლიო რუკა , რომელიც ამოჭრილია წრიულად  გონებრივი იერიშის ფორმის; ზედ ნახატს დაკრული აქვს მრავალფეროვანი ნაგავი, რათა მოსწავლეებმა თვალსაჩნოდ ჯერ ნახონ   და შეავსონ გონებრივი იერიში.  ,,რა აწუხებს დედამიწას?“ (საჭმლის ნარჩენები, ცელოფნის პარკები, გაჩეხილი ტყეები, დაბინძურებული ჰაერი, შუშის ნამსხვრევები, მკვდარი ცხოველები, რომლებიც იწვევევნ ავადმყოფობას, სიგარეტის ნამწვავები, დამპალი ნარცენები,რომლებსაც ეტანებიან ბუზები და იწვევს ცუდ სუნს…..

მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და ივსება გონებრივი იერიში.

 გონებრივი იერიში

საერთო საკლასო

გონებრივი იერიში თვალსაჩინოდ შექმნილი მოსთავლეთათვის, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებაში;

   2 წთ

                   

                3

აქტივობა

სიტუაციური ამოცანის განხილვის ფონზე , რომელსაც თან ახლავს  მისი შინაარსიდან გამომდინარე ილუსტრაცია სქემის შევსება.

 

აქტივობის მიზანი:

სიტუაციურ ამოცანაზე და ილუსტრაციაზე დაკვირვებით მოსწავლეებმა გაიაზრონ  ამოცანაში მოქმედი პირების ქცევის მნიშვნელობა გარემოს სისუფთავესთან მიმართებაში.

 

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ინდივიდუალურად ერთჯერადად გამოყენების ფაილებში წინასწარ ჩადებული და დაბეჭდილი სიტუაციური ამოცანა უდევს მერხზე.

ასევე დაფაზე გაკრულია ერთჯერადად გამოყენების ფორმატის  ფურცელზე დახაზული სქემა.  მასწავლებელი კითხულობს სქემაში შემავალ თითოეულ კითხვას,  მოსწავლეები ამოცანაზე  დაყრდნობით იძლევიან პასუხებს, რომელიც მასწავლებელს ჩააქვს სქემაში. ასე ივსება მთლიანი სქემა;

 

 

 

 

 

 

 

 

სიტუაციური ამოცანის განხილვა ილუსტრაციის თანხლებით;  

ამოცანის რუკის შევსება;

 

საერთო  საკლასო

 ერთჯერადად გამოყენების ფორმატზე დახატული  ამოცანის ილუსტარცია;

 

ერთჯერადად გამოყენების ფორმატზე დახაზული სქემა;

 

რესურსი ეხმარება მოსწავლეებს ამოცანისა და პრობლემის უკეთ გააზრებაში.

 

6-8   წთ

                   4

აქტივობა:

,,საშიშროებათა დრაკონის შევსება:

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ გაიაზროს

·         რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ.

მოსწავლემ გაიაზროს ის საშიშროებები, რასაც გარემოს დანაგვიანება გვიქადის.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელს დაფაზე  წინასწარ ერთჯერადად გამოყენების ფორმატის ფურცელზე დახატული აქვს  ,,საშიშროებათა დრაკონი“ . მოსწვალეებს წინასწარ მერზე უდევთ  ფერადი პატარა ზომის სტიკერები ,მათ ევალებათ ინდივიდუალურად სტიკერებზე ჩამოწერონ ის საშიშროებები, რომელსაც რომელსაც გარემოს დანაგვიანება გვიქადის. (მაგ: ნაგავი ლპეპა და ცუდ სუნს იწვევს, ქუჩაში დაყრილ ნაგავს ეტანებიან ბუზები, ქაუჩაში დაყრილი მკვდარი ცხოველები სხვადასხვა ავადმყოფობას იწვევენ, ….) 

სტიკერებზე დაწერილ საშიშროებებს გააკრავენ დრაკონზე. იმართება მსჯელობა ჩამოწერილი საშიშროებების ირგვლივ.

 ,,საშიშროებათა დრაკონი“

 

ინდივიდუალური

ერთჯერადად გამოყენების ფრომატის ფურცელზე  დახატული ,,საშიშროებათა დრაკონი“ .

ფერადი სტიკერები.

 

თვალსაჩინოდ გამოყენებული რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ საყოველთაო პრობლემა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარი ქცევის მნიშვნელობაზე. (სისწორეზე)

 

 4-5  წთ

5

აქტივობა;

მოსწავლეების მიერ შექმნილი გამაფრთხილებელი პლაკატების პრეზენტაცია;

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ უნდა შეძლოს  გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხის გაცნობიერება;

 

 

აქტივობის აღწერა:

 

მოსწავლეები აკეთებენ მათ მიერ შექმნილი  გამაფრთხილებელი პლაკატების პრეზენტაციას.

 

 

პლაკატების პრეზენტაცია.

ინდივიდუალური

 ერთჯერადად გამოყენების ფორმატის ფურცლები, ფერადი მარკერები, წეპო, მაკრატელი.

   3 წთ

6

აქტივობა:

მოსწავლეთა მიერ შექმნილი კედლის გაზეთის პრეზენტაცია;

 

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ უნდა შეძლოს გარემოსადმი  მზრუნველობითი  დამოკიდებულების გამომუშავება;

 

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები აკეთებენ მათ მიერ შექმნილი    კედლის გაზეთის პრეზენტაციას. (სულ 4 მოსწავლე)

 

კედლის გაზეთის პრეზენტაცია

ჯგუფური

( 4 მოსწავლე, დაცული დისტანციით)

ერთჯერადად გამოყენების ფორმატის დიდი ზომის ფურცელი, ფერადი მარკერები, ფერადი ფანქრები, კალმები, სხვადსახვა სახის სურათები…

 

კედლის გაზეთის გამოშვება მოსწავლეებს დაეხმარება გარემოსადმი მზრუნვეობითი დამოკიდებულების გამომუშავებაში;

 

 

 

 

 

 

 

 5   წთ

7

აქტივობა:

გაკვეთილის შეჯამება|შეფასება

აქტივობის მიზანი:

   ახსნილი  მასალის განმტკიცება ;

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

·         საინტერესო იყო თუ არა გაკევთილი ? რატომ?

·         რომელი აქტივობა მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?

·         სად, როდის გამოიყენებ დღეს მიღებულ ცოდნას?

 

ბოლოს მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს. აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

 

 

 

შეჯამება და ძირითადი  აზრის გამოკვეთა.

საერთო საკლასო

შეფასების რუბრიკა

 

რესურსის მიზანია, მოსწავლეებმა გაიხსენონ გაკვეთილის მიზნები და გაიაზრონ მიღწეული  შედეგები;

3   წთ

8

აქტივობა:

საშინაო დავალება:

მოსწავლის წიგნი გვ.66

,,გავუფრთხილდეთ დედამიწას!“  თხრობით.

 

აქტივობის მიზანი:

გაკვეთილზე შესწავლილი მასალის განმტკიცება;

 აქტივობის აღწერა:

 

მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ გაკვეთილი თხრობით.

ვერბალური

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო

   2 წთ





გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლემ  შეძლო  გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხის გაცნობიერება და  გარემოსადმი  მზრუნველობითი  დამოკიდებულების გამომუშავება;

 

შეფასება;

  გაკვეთილზე  ჩართულობის შეფასების რუბრიკა 

კრიტერიუმები

საუკეთესო

კარგი

გასაუმჯობესებელი

წარუმატებელი

 აქტიური მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში

მოსწავლე სრულადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში და უშეცდომოდ პასუხობს დასმულ შეკითხვებს

მოსწავლე სრულადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ პასუხებისას აქვს უმნიშვნელო შეცდომები

მოსწავლე ნაწილობრივ ერთვება საგაკვეთილო პროცესში, პასუხებისას აქვს მნიშვნელოვანი შეცდომები

მოსწავლე პასიურია, არ

 არის ჩართული საგაკეთილო პროცესში

საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა

ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას

თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას

ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას

უჭირს

საკუთარი აზრის დასაბუთება

სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება

ყოველთვის  უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისიაზრის მიმართ პატივისცემას

 თითქმის ყოველთვის უსმენს სხვებს და და მეტ-ნაკლებად ახერხეს საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.

ხშირად უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას, მაგრამ ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმას

არ უსმენს სხვებს

და არ აცდის საუბრის

დამთავრებას

პრეზენტაცია

პრეზენტაცია თემატურად  და ვიზუალურად უშეცდომოდაა შესრულებული.

პრეზენტაცია გამართულია ვიზუალურად , მაგრამ აღინიშნება უმნიშვნელო ხარვეზები

 

პრეზენტაცია პასუხობს გაკვეთილის თემას და ნაწილობრივ გამართულია ვიზუალურად. აღინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები

პრეზენტაცია საერთოდ არ პასუხობს გაკვეთილის თემას

 









































ხელწერა : მ.გრიგოლია.

     თარიღი: 7.06. . 2021 წელი.

 

 



No comments:

Post a Comment