2025 წლილის 7 მარტი.
ჟიული შარტავას დაბადების დღე.
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა!
მრავალათასწლოვან ისტორიაში საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გამუდმებით ითხოვდა გმირებს. ჰოდა ასე იბადებოდნენ და ეწირებოდნენ ჭეშმარიტი გმირები თავიანთი ქვეყნის დაცვას, თავიანთი სამშობლოს სიყვარულს. ამ დღესთან დაკავშირებით ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის №2 საჯარო სკოლის II-ა კლასში, მასწავლებლის მეგი გრიგოლიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით : ,,გმირებად იბადებიან!“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის სასწავლო ნაწილი: თეა
ფუტკარაია, დაწყებითი კათედრის თავმჯდომარე: მარინა გრიგოლია. ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სპეციალისტი: მარინა აბრამია და მუზეუმის მეცნიერ მუშაკი : ლალი გულუა. ღონისძიება სიტყვით გახსნა კლასის ხელმძღვანელმა, მომხიბვლელი
იყო II-ა კლასის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ პატრიოტული სულისკვეთებით,
ცოდნით, სილამაზითა და ესთეტიურობით. ღონისძიება მოსწავლეებმა გახსნეს პატრიოტული ცეკვით. თითოეულმა მოსწავლემ გაიხსენა ყველა ის დეტალი, რომელიც ბატონ ჟიულის გმირობასთან იყო დაკავშირებული. ღონისძიებას ამშვენებდა მოსწავლეთა მიერ მხატვრულად გამოთქმული ლექსები, გამონათქვამები, გმირის ბიოგრაფია, მეგობრების
და ოჯახის წევრთა მოგონებანი ბატონ ჟიულიზე. ღონისძიება ასევე დაიხურა
პატრიოტული ცეკვით. სტუმრები მიზნობრივად შესაბამისი
ღონისძიების მნახველები გახდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის ხელმძღვანელობას და დამრიგებელს ღონისძიების ჩატარებისა და გმირის ღირსეულად გახსენებისთვის.


















































2024 წლის 24 ოქტომბერი.
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე-184.
2024 წლის 24 ოქტომბერს სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ.სენაკის N-2 საჯარო სკოლის II-ა ჩავატარე იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი -184 მიძღვნილი საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ: სკოლის სასწავლო ნაწილი: თ.ფუტკარაია, კათედრა: მ.გრიგოლია და დაწყებითი კლასის მასწავლებელი: ქ.გეგენავა.
საზეიმო საღამო მოსწავლეებმა გახსნეს ცეკვით. განხორცილებული თანამედროვე აქტივობებით აღფრთოვანებული მოსწავლეები მთელი საღამოს განმავლობაში სიხარულს ვერ მალავდნენ.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამეტყველებულმა იაკობ გოგებაშვილმა სიხარული და აღტაცება გამოიწვია მოსწავლეებში. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს და გააცოცხლეს მოთხრობები, აკინძული წიგნები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა სილამაზე, შინაარსსა თუ მრავალფეროვნებაში. ერთმანეთს ენაცვლებოდა ულამაზესი ლექსები დედაენაზე, ლექსებს კი ანაცვლებდა გამონათქვამები. ყველა მოსწავლეს შესისხლხორცებული ჰქონდა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია. საღამო გამდიდრებული მქონდა ტექნოლოგიების გამოყენებით.
წარმატებები II-ა კლასის მოსწავლეებს სკოლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
იაკობის მიმართვა მოსწავლეებს
გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი

,,ბუსუსუნა ბუს ამბავი".
ჯადოსნური სიტყვების ძალა.
I ა კლასი
2024წლის 30 აპრილი
,,დედამიწის დღე"
I-ა კლასი
2024წლის 22 აპრილი
,,ო, ენავ ჩემო!"
I-ა კლასი
2024წლის 12 აპრილი
,,დედავ-ცხოვრების ბურჯო მაგარო!"
I-ა კლასი
2024 წლის 1 მარტი.
იაკობ გოგებაშვილის 183 წლის იუბილე
27.10.2023 წელი.
I-ა კლასი
მონაკვეთი

,,აი ია -უკვდავების ზღაპარი!"
2023წ.4 10.
I-ა კლასი
მე-3 ა კლასი.2.03.2022წელი
,,დედაჩემი არის ღმერთი"
სტატუსის შენარჩუნების სავალდებულო გაკვეთილი.მე-2 კლასი.
საგანი ქართული.
თემა: ,ჩემი სამშობლო, ჩემი ღმერთია!"

სტატუსის შენარჩუნების სავალდებულო გაკვეთილი .მე-2 კლასი
საგანი: ბუნება
თემა: ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას!"
,,აი ია"-ლეგენდა და ზღაპარი.
I-ა კლასი.
2019 წლის 8 ოქტომბერი.
დამრიგებელი: მეგი გრიგოლია.
რ. ინანიშვილის ,,მუხა"
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული.
IV-ა კლასი. 31. 05. 2019 წელი.
დამრიგებელი: მეგი გრიგოლია.
,,ო, ენავ ჩემო"
12.04.2019 წელი
IV-ა კლასი
საგანი: ქართული ენა.
მასწავლებელი: მეგი გრიგოლია
სტანდარტული გაკვეთილი
საგანი: ქართული ენა
თემა:,,შენ, ფესვო ჩემო ძლიერო!"
IV-ა კლასი (15.02.2019 წელი)
მასწავლებელი: მეგი გრიგოლია
ინტეგრირებული გაკვეთილი
საგანი: ქართული ენა,ხელოვნება, მუსიკა.
თემა: ,,დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო..."
კლასი: III-ა
2.03.2018 წელი
მასწავლებელი: მეგი გრიგოლია
სტანდარტული გაკვეთილი
საგანი: ქართული ენა, ბუნება;
თემა: ლ.ცუცქირიძის ,,ღრუბელი ,რომელიც არ წვიმდა"
კლასი: III-ა
10.11. 2017 წელი
მასწავლებელი: მეგი გრიგოლია
ინტეგრირებული გაკვეთილი: ,,აი ია-უკვდავების ზღაპარი!"
I-ა კლასი. 2015წლის 9 ოქტომბერი.
მოსწალეთა მიერ ბუკში paint-ში შექმნილი რესურსი; (ნამუშევრები)
II-ა კლასში ჩატარებული ინგეგრირებული გაკვეთილი თემაზე:
,,ო , ენავ ჩემო!"
IV-ა კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე:
,,დედავ-ცხოვრების დვრიტავ მაგარო!"
No comments:
Post a Comment